ჯუზეპე სარაგატი (დ. 19 სექტემბერი, 1898, ტურინი, იტალია — გ. 11 ივნისი, 1988, რომი. იტალია) — იტალიის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. იტალიის პრეზიდენტი 1964–1971 წლებში.

ჯუზეპე სარაგატი
ჯუზეპე სარაგატი
იტალიის ორი პრეზიდენტი ალესანდრო პერტინი და ჯუზეპე სარაგატი
იტალიის მე-5 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
29 დეკემბერი 1964 – 29 დეკემბერი 1971
წინამორბედიანტონიო სენი
მემკვიდრეჯოვანი ლეონე

დაბადებული19 სექტემბერი, 1898
ტურინი, იტალია
გარდაცვლილი11 ივნისი, 1988
რომი, იტალია
რელიგიაკათოლიკე

1922 წლიდან უნიტარული სოციალისტური პარტიის წევრი. 1925 წლიდან პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1926–1943 წლებში. იტალიაში ფაშისტური რეჟიმის დამყარების გამო ემიგრაციაშია.

1944 წლიდან წლიდან იტალიის სოციალისტური პარტიის აღმასკომოს წევრი, ი. ბონომის მთავრობის უპორტფელო მინისტრი. 1946–1947 წლებში დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე. 1947 წელს დააარსა იტალიის მშრომელთა სოციალისტური პარტია (1951 წლიდან იტალიის სოციალ-დემოკრატიული პარტია).

1964–1971 წლებში გახდა იტალიის პრეზიდენტი. ჯუზეპე სარაგატი ატარებდა მემარცხენე-ცენტრისტულ კურსს, საგარეო პოლიტიკაში იტალიის აშშ-სთან დაახლოების კურსის მომხრე იყო. გარდაიცვალა რომში 1988 წლის 11 ივნისს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება