ჯუზეპე ჯუდიჩე
ჯუზეპე ჯუდიჩე მილანელი ( გ. 1646, კონსტანტინოპოლი), პატრი, თეატინელთა ძმობის წევრი, მისიონერი.
1631 არქანჯელო ლამბერტისთან ერთად ქართლში, გორში, ჩამოვიდა. 1633 ორივე ახალციხისა და გურიის გავლით სამეგრელოში ჩავიდა. აქ დაიწყო ჯუდიჩემ სამისიონერო საქმიანობა, სწავლობდა მეგრულ ენასა და საექიმო საქმიანობას ეწეოდა ლევან II დადიანის დავალებით ჯუდიჩე 1643 რომში პაპ ინოკენტი X-თან ჩავიდა სარწმუნოებრივ-პოლიტიკური ურთიერთობის გაძლიერების მიზნით. დაბრუნებისას თანამგზავრებთან ერთად ოსმალეთში დაატყვევეს და იქვე გარდაიცვალა.
სამეგრელოში ყოფნის პერიოდში შეადგინა რელაციონები და რომს გააგზავნა. ლამბერტის „სამეგრელოს აღწერასთან“ ერთად ჯუდიჩეს წერილები უძვირფასესი წყაროა XVII საუკუნის სამეგრელოს და საერთოდ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურის ისტორიის შესასწავლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბადრიძე, შ., ქსე, ტ. 11, გვ. 578, თბ., 1987