ჯუანშერ ზალდასტანიშვილი

ჯუანშერ ვასილის ძე ზალდასტანიშვილი (დ. 5 მაისი, 1933, მოსკოვი, — გ. 5 დეკემბერი, 2020) — ქართველი ბიოლოგი. ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2001), საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე (2000), საკავშირო კატეგორიის მსაჯი თანამედროვე ხუთჭიდში (1960), საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი.

1957 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ხოლო 1969 წელს — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1957–2007 წლებში იყო საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის ფარიკაობის, მშვილდოსნობის კათედრების გამგე; დაუსწრებელი სწავლების ფაკულტეტის დეკანი; მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანი; პრორექტორი; სპორტის გამოყენებითი სახეების დეპარტამენტის უფროსი; 2007–2010 წლებში — ილიას უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი. 2004–2012 წლებში იყო საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ხოლო 2012 წლიდან — ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი. ზალდასტანიშვილის შრომები ეძღვნება სპორტის ფიზიოლოგიას, თანამედროვე ხუთჭიდს, ფარიკაობას, ცხენოსნობას, რაიტთერაპიას. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2001).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება