ჯოშუა ნაუდე
ჯოშუა ფრანსუა ნაუდე ( აფრიკ. Jozua François Naudé ; დ. 15 აპრილი , 1889, მიდელბურგი, კაპის კოლონია — გ. 31 მაისი , 1969, კეიპტაუნი ) — სამხრეთ აფრიკელი პოლიტიკოსი. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 1967 წლიდან 1968 წლამდე. [1]
ჯოშუა ფრანსუა ნაუდე | |
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სახელმწიფო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 ივნისი 1967 – 9 აპრილი 1968 | |
წინამორბედი | ჩარლზ რობერტს სვარტი თეოფილუს დიონგესი |
მემკვიდრე | ჯაკობ ჯოან ფუშე |
დაბადებული | 15 აპრილი, 1889 მიდელბურგი, კაპის კოლონია |
გარდაცვლილი | 31 მაისი, 1969 (90 წლის) კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა |
მოქალაქეობა | სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა |
პოლიტიკური პარტია | ეროვნული პარტია |
ჯოშუა ფრანსუა ნაუდე დაიბადა 1889 წელს მიდელბურგში, კაპის კოლონიაში. იყო ჯეიმზ დიუკის მომხრე, ეწინააღმდეგებოდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მონაწილეობას პირველ და მეორე მსოფლიო ომებში. 1918 წელს გახდა "ახალგაზრდა სამხრეთ აფრიკის" — 1920 წლიდან აფრიკანერთა საძმოს(ბრუდერბონდი) სახელით ცნობილი აფრიკელი ნაციონალისტების გავლენიანი ორგანიზაციის დამფუძნებელი, რომელსაც ჰყავდა თავისი მომხრეები ყველა სამთავრობო ორგანოში. ჯოშუა ნაუდე მრავალი წლის განმავლობაში იყო ეროვნული პარტიის წევრი.
[2] 1950-1954 წლებში იკავებდა ფოსტის და ტელეგრაფის მინისტრის, 1954-1958 წლებში ჯანდაცვის მინისტრის და 1958-1961 წლებში ფინანსთა მინისტრის პოსტებს. [3] [4] შემდეგ დაინიშნა სამხრეთ აფრიკის სენატის პრეზიდენტად.
1967 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტად თეოფილუს ებენგაზერ დიონგესი აირჩიეს, მაგრამ ინაუგურაციამდეც, რომელიც 1967 წლის 31 მაისს უნდა გამართულიყო, დიონგესმა მოულოდნელად ინსულტი გადაიტანა და კომაში ჩავარდა. სამხრეთ აფრიკის კონსტიტუციის შესაბამისად, ჯოშუა ნაუდი, როგორც სენატის პრეზიდენტი, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა 1967 წლის 1 ივნისს. დიონგესის გარდაცვალების შემდეგ, ნაუდე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო. შემდეგ თანამდებობა დაიკავა არჩეულმა პრეზიდენტმა იოჰანეს ფუშემ.
ჯოშუა ნაუდეს ერთ-ერთი ვაჟი, ცნობილი მქადაგებელი ბეიერს ნოდე, შარპევილის ხოცვა-ჟლეტა შემდეგ, აპარტეიდის აქტიური მოწინააღმდეგე გახდა. მას დევნიდა ხელისუფლება.
ჯოშუა ფრანსუა ნაუდეს სახელი ეწოდა პოლოკვანეს უმაღლეს ტექნიკურ სკოლას.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Presidency in South Africa. SouthAfricaWeb.co.za. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-04. ციტირების თარიღი: 2012-10-12.
- ↑ Kahn, Ellison (1999). Law, Life & Laughter Encore: Legal Anecdotes & Portraits from Southern Africa. Juta & Company, გვ. 79. ISBN 978-0-7021-4577-3.
- ↑ Lentz, Harris M. (2014). Heads of States and Governments Since 1945. Routledge, გვ. 692. ISBN 978-1-134-26490-2.
- ↑ Clarke, James (2003). Laugh, the Beloved Country: A Compendium of South African Humour. Double Storey, გვ. 205. ISBN 978-1-919930-32-9.