ჩარლზ რობერტს სვარტი

ჩარლზ რობერტს სვარტი (ინგლ. Charles Robberts Swart ,აფრ. Charles Robberts Swart; დ. 5 დეკემბერი, 1894, ვინბურგი — გ. 16 ივლისი, 1982, ბლუმფონტეინი ) — სამხრეთ აფრიკელი პოლიტიკოსი, სამხრეთ აფრიკის კავშირის ბოლო გენერალური გუბერნატორი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი.[1][2]

ჩარლზ რობერტ სვარტი
ჩარლზ რობერტ სვარტი
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის 1-ლი სახელმწიფო პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
31 მაისი 1961 – 1 ივნისი 1967
პრეზიდენტი  თანამდებობა დამტკიცებულია
პრემიერ-მინისტრი  ჰენდრიკ ფერვორდი ბალთაზარ იოჰანეს ფორსტერი
მემკვიდრეთეოფილუს დიონგესი

სამხრეთ აფრიკის კავშირის მე9 გენერალ-გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 დეკემბერი 1959 – 30 აპრილი 1961
მონარქი  ელისაბედ II
პრემიერ-მინისტრიჰენდრიკ ფერვორდი
წინამორბედილუკას კორნელიუს სტეინი მოვალეობის შემსრულებელი ერნესტ ჯორჯ იანსენი
მემკვიდრელუკას კორნელიუს სტეინი მოვალეობის შემსრულებელი

სამხრეთ აფრიკის კავშირის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 აგვისტო 1958 – 3 სექტემბერი 1958
მონარქი  ელისაბედ II
წინამორბედიიოჰანეს სტრეიდომი
მემკვიდრეჰენდრიკ ფერვურდი

დაბადებული5 დეკემბერი, 1894
ვინბურგი, ორანჟის თავისუფალი სახელმწიფო
გარდაცვლილი16 ივლისი 1982 (87 წლის)
ბლუმფონტეინი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
მოქალაქეობასამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
პოლიტიკური პარტიაეროვნული პარტია
მეუღლეკორნელია ვილჰელმინა დე კლერკი
შვილები3
განათლებათავისუფალი სახელმწიფოს უნივერსიტეტი კოლუმბიის უნივერსიტეტი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

სვარტი დაიბადა 1894 წლის 5 დეკემბერს ვინბურგის მახლობლად მდებარე ფერმაში, რომელიც ორანჟის თავისუფალი სახელმწიფოს ნაწილს წარმოადგენდა. . ჩარლზი მესამე ბავშვი იყო ჰერმანუს ბერნარდუს სვარტის (1866-1949) და ალეტა კატარინა რობერტსის (1870-1929) ექვსშვილიან ოჯახში. როდესაც ხუთი წლის გახდა, ბურების ომი დაიწყო. იგი დედასთან და ძმებთან ერთად ჩასვეს ვინბურგის საკონცენტრაციო ბანაკში. ერთ-ერთი ძმა ბანაკში გარდაიცვალა. მამა იბრძოდა ბურების არმიაში. პარდებერგის ბრძოლაში დაიჭრა და ტყვედ აიყვანეს ინგლისელებმა. შედეგად, ომის დასრულებამდე ტყვეობაში იმყოფებოდა.[3]

შვიდი წლის ჩარლზ რობერტს სვარტი წავიდა ვინბურგის სამთავრობო სკოლაში, 13 წლის ასაკში ჩააბარა გამოსაშვები გამოცდები. 1910 წელს ჩაირიცხა ბლუმფონტეინის გრეის უნივერსიტეტის კოლეჯში, სადაც მიიღო ბაკალავრის ხარისხი 1912 წელს. 1914 და 1915 წლებში ფიქსბურგში მასწავლებლად მუშაობდა. ტერიტორია, სადაც ის იმყოფებოდა, 1914 წელს მარიცას აჯანყებამ მოიცვა. მომავალი პოლიტიკოსი ორჯერ დააპატიმრეს ჯაშუშობის და აჯანყებულებთან კავშირის ბრალდებით, მაგრამ გაათავისუფლეს და შინაპატიმრობაში მოათავსეს, თუმცა მისცეს პედაგოგიური საქმიანობის ნებართვა. 1915 წლიდან 1918 წლამდე სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტზე, ამავდროულად 1918 წელს დაიწყო მუშაობა ორანჟის პროვინციის საგამოცდო საბჭოს მდივნად, შემდეგ კი — ბლუმფონტეინის მერიის მდივნად. 1919 წლიდან 1948 წლამდე მუშაობდა ბლუმფონტეინში ადვოკატად, თან ასწავლიდა სამართალს გრეის უნივერსიტეტის კოლეჯში და მიწის სამართალს გლენის სასოფლო-სამეურნეო კოლეჯში.

1921 და 1922 წლებში სწავლობდა ჟურნალისტიკას აშშ-ში, კოლუმბიის უნივერსიტეტში . ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას სვარტს სჭირდებოდა საარსებო წყარო, რის გამოც იძულებული გახდა თანხები ყველაფერზე დაეზოგა და შემოსავლის წყარო მოეძებნა. ჩარლზმა მუნჯ ფილმშიც კი ითამაშა. 1921 წელს ვაშინგტონში განიარაღების მსოფლიო კონგრესზე იგი წარმოადგენდა სამხრეთ აფრიკულ გაზეთ Die Burger-ს.[4]

პოლიტიკური საქმიანობა

რედაქტირება

ჩარლზ რობერტს სვარტი იყო მტკიცე რესპუბლიკელი და ეროვნული პარტიის წევრი 1914 წლიდან. 1919 წელს გახდა პარტიის გენერალური მდივანი ორანჟის პროვინციაში, ხოლო 1920 წელს პროვინციულ არჩევნებში წარადგინა თავისი კანდიდატურა. 1923 წელს გაიმარჯვა პროვინციულ არჩევნებში და მოიპოვა ლედიბრენდის ადგილი, რომელიც შეინარჩუნა მომდევნო 15 წლის განმავლობაში, არჩევნები მხოლოდ 1938 წელს წააგო. პოლიტიკაში ის უკიდურესად კონსერვატიულ შეხედულებებს იცავდა.

1934 წელს ეროვნული პარტია და სამხრეთ აფრიკის პარტია იან სმუტსის მეთაურობით გაერთიანდნენ. 1935 წელს სვარტი აირჩიეს გაერთიანებული ეროვნული პარტიის ფედერალურ საბჭოში. 1939 წელს, გაერთიანებული პარტიის გაყოფის შემდეგ, სვარტი ჩაერთო მოლაპარაკებებში მეორე მსოფლიო ომში სამხრეთ აფრიკის კავშირის ნეიტრალიტეტის და ერთიანი ნაციონალური პარტიის შექმნის თაობაზე. როდესაც პარტია 1948 წელს ხელისუფლებაში მოვიდა, სვარტმა დაიკავა იუსტიციის მინისტრის პოსტი. ხსენებულ თანამდებობაზე მას ეკისრებოდა პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი წილი კანონების მიღებაზე, რომლებიც გამოიყენებოდა აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლის ჩახშობისთვის.[5]

1959 წელს ჩარლზ სვარტი დაინიშნა სამხრეთ აფრიკის კავშირის გენერალურ გუბერნატორად. ოფიციალურ ცერემონიალზე მან უარი განაცხადა დედოფალ ელისაბედისთვის ერთგულების ფიცის დადებასა და საზეიმო ფორმის ტარებაზე. იმავე წელს ჩატარდა რეფერენდუმი სამხრეთ აფრიკის თეთრკანიან უმცირესობას შორის, რის შედეგადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამხრეთ აფრიკის კავშირში ბრიტანეთის დომინირების შეწყვეტისა და რესპუბლიკის დაარსების შესახებ. 1961 წელს მიღებულ იქნა სამხრეთ აფრიკის ახალი რესპუბლიკის კონსტიტუცია და სვარტმა დედოფალს თხოვნა გაუგზავნა გენერალური გუბერნატორის თანამდებობის გაუქმების შესახებ. ამის ნაცვლად, შემოღებულ იქნა რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი და პარლამენტმა აირჩია ჩარლზ რობერტს სვარტი თავის პირველ პრეზიდენტად. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი შვიდი წლის ვადით აირჩიეს, სვარტმა მხოლოდ ექვსი წელი დაჰყო თანამდებობაზე. 1967 წელს გადადგა. [6][7]

ჩარლზ სვარტი გარდაიცვალა 1982 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Schirmer, Peter (1981), Swart, Charles Robberts, Die Beknopte Geiilustreerde Ensiklopedie van Suid-Afrika, Johannesburg: Central News Agency, pp. 182. 
  • Kruger, Jannie. President C.R. Swart (неопр.). — Kaapstad Bloemfontein Johannesburg: Nasionale Boekhandel, 1961. — С. 1.
  1. Current Biography Yearbook, H. W. Wilson Company, 1960, page 420
  2. New Dictionary of South African Biography, Volume 1, E. J. Verwey, 1995, page 236
  3. President C.R. Swart, Jannie Kruger, Nasionale Boekhandel Bpk, 196, page 8
  4. Politics in the Republic of South Africa, Leonard Monteath Thompson, Little, Brown, 196, page 60
  5. Standard Encyclopaedia of Southern Africa, Cape Town, Volume 9, page 90
  6. The New Leaders of Africa, Rolf Italiaander, Prentice-Hall, 1961, page 119
  7. "Charles Robberts (Blackie) Swart". South African History Online. 23 August 2019. Retrieved 5 February 2021.