ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბელი.

ჯოშუა ბელი (Joshua Bell) (*9 დეკემბერი, 1967) — ამერიკელი მევიოლინე.

ჯოშუა ბელი

დაიბადა ბლუმნგტონში, ინდიანა, ფსიქოლოგთა ოჯახში. ვიოლინოზე დაკვრის გაკვეთილები ოთხი წლის ასაკიდან დაიწყო. თოთხმეტი წლის ასაკში სოლოისტად გამოდის ფილადელფიის ორკესტრთან ერთად რიკარდო მუტის დირიჟორობით. ბელი ვიოლინოს ინდიანას უნივერსიტეტის ჯეიკობსის მუსიკის სკოლაში სწავლობდა ჟოზეფ გინგოლდის ხელმძღვანელობით. კარნეგი ჰოლში დებიუტი 1985 წელს გამართა სენტ-ლუისის სიმფონიურ ორკესტრთან შესრულებით. მას შემდეგ მრავალ მსოფლიოს წამყვან ორკესტრსა და დირიჟორთან მუშაობს.

სტანდარტულ საკონცერტო რეპერტუართან ერთად ბელი ახალ ნამუშევრებსაც ასრულებს—მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ნიკოლას მოუს ვიოლინოს კონცერტი, რომლის ჩანაწერმაც ბელს გრემი მოუტანა, და რომლის პრემიერაც 1993 წელს გაიმართა. ბელს ასევე შესრულებული აქვს სოლო პარტია ჯონ კორიგლიანოს ოსკარით დაჯილდოებულ საუნდტრეკში, ფილმისთვის ”წითელი ვიოლინო”.

ბელი გიბსონ სტრადივარიუსის 1713 წლის ვიოლინოზე უკრავს. პარტნიორობს სენტ-პოლის კამერულ ორკესტრთან (2004-05 სეზონიდან) და მოწვეული პროფესორია ლონდონის მუსიკის სამეფო აკადემიაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯოშუა_ბელი“-დან