ფილადელფიის ორკესტრი

ფილადელფიის ორკესტრი (ინგლ. Philadelphia Orchestra) — ამერიკული სიმფონიური ორკესტრი ფილადელფიიდან (პენსილვანია). იგი აშშ-ის სიმფონიურ ორკესტრთა „დიდი ხუთეულის“ წევრია და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიად ითვლება. 2001 წლიდან ორკესტრი საკუთარ კონცერტთა ყოველწლიურ სერიას კიმელის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრში ასრულებს, მუსიკის აკადემიასთან. ეს უკანასკნელი დაფუძნებიდან ნახევარი საუკუნის განმავლობაში ორკესტრის ყოფილი ბინა იყო.

ორკესტრი დაფუძნდა 1900 წელს ფრიც შილის მიერ, რომელიც ასევე მისი პირველი დირიჟორი იყო. 1907 წელს მისი ადგილი კარლ პოჰლიგმა დაიკავა, თუმცა ორკესტრის მთავარი და მნიშვნელოვანი დირიჟორი 1912 წლიდან ლეოპოლდ სტოკოვსკი იყო, რომელმაც ორკესტრს საქვეყნოდ გაუთქვა სახელი. მისი ხელმძღვანელობით ორკესტრმა უდიდესი ვირტუოზის რეპუტაცია მოიხვეჭა.

სტოკოვსკის დირიჟორობით ორკესტრი გამოჩნდა დისნეის 1940 წლის ფილმში „ფანტაზია“.

1936 წელს ორგანიზაციას შეუერთდა იუჯინ ორმანდი და 1938 წლამდე სტოკოვსკისთან ერთად ორკესტრის მთავარი დირიჟორის პოსტი ეკავა, რის შემდეგაც ძირითადი დირიჟორი გახდა. იგი ორკესტრში 40 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა და ამ ორკესტრის მრავალი საუკეთესო ნამუშევარი მისი ხელმძღვანელობით ჩაიწერა.

ორმანდის შემდეგ მთავარი დირიჟორი რიკარდო მუტი გახდა (1981-92), ხოლო შემდეგ — ვოლფგანგ სავალიში (1993-2002). ორკესტრის ამჟამინდელი ხელმძღვანელი კრისტოფ ეშენბახია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება