ფილადელფიის მუსიკის აკადემია
მუსიკის აკადემია ფილადელფიაში (პენსილვანია) — უძველესი ოპერის თეატრი აშშ-ში, რომელიც ამჟამადაც მისი თავდაპირველი მიზნებისთვის გამოიყენება. „ბროდ სტრიტის დიდი მხცოვანი ლედი“ (Grand Old Lady of Broad Street), აკადემია პენსილვანიის ბალეტისა და ფილადელფიის საოპერო კომპანიის ბინაა. მრავალი წლის განმავლობაში ის ასევე ფილადელფიის ორკესტრის ბინა იყო და მასში კვლავ ტარდება საორკესტრო კონცერტები.
შენობის მშენებლობა 1855 წელს დაიწყო და 1857 წლის 26 იანვარს აკადემია დიდი ბალით გაიხსნა. ამ შენობაში შესრულებული პირველი ოპერა იყო დასავლეთ ნახევარსფეროში ვერდის "ილ ტროვატორეს" პრემიერა, იმავე წლის 25 თებერვალს. აკადემია მას შემდეგ მუდმივად ფუნქციონირებს, მასპინძლობდა რა მრავალ მსოფლიოში განთქმულ შემსრულებელს, დირიჟორსა და კომპოზიტორს. აქ სტანდარტული საოპერო და კლასიკური რეპერტუარის მრავალი ამერიკული პრემიერა მოწყობილა. შენობა გამოიყენება ასევე არა-სამუსიკო ღირსშესანიშნაობებისთვისაც—გროვერ კლივლანდსა და რიჩარდ ნიქსონს მონაწილეობა მიუღიად აქ გამართულ ოფიციალურ წვეულებებზე, ხოლო ალბერტ აინშტაინს კი ლექცია გაუმართავს.
დარბაზის დიზაინი ევროპის დიდი ოპერის სახლების მანერითაა შესრულებული, მოხატული ჭერითა და სამ იარუსიანი ბალკონით, რომელთაც არწივები და სხვა დეკორაციები ამშვენებს. დარბაზის სივრცეს დომინირებს ორნამენტებიანი პროსცენიუმი და უზარმაზარი ბროლის ჭაღი.
მიუხედავად იმისა, რომ სახელი შესაძლოა კონსერვატორიაზე მიუთითებდეს, აკადემიას რაიმე სახის სასწავლო პროგრამა ან ფაკულტეტი არ ჰქონია. თუმცა აქ ხშირად ჩატარებული ხმისა და ინსტრუმენტალური კონკურსები, მათ შორის პავაროტის კონკურსი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მუსიკის აკადემიის საიტი დაარქივებული 2005-07-28 საიტზე Wayback Machine.