ჯოყოლოს კვირაცხოვლის ეკლესია
ჯოყოლოს კვირაცხოვლის ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოს ცენტრში. აგებულია XIX საუკუნეში.
ეკლესია დარბაზულია (12,5 X 6,7 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. კედლები რიყის ქვისაა, რომელშიც გარკვეული ინტერვალებით აგურის ორი რიგისგან შედგენილი შრეებია ჩატანებული. კამარა, კონქი, საბჯენი თაღები და კარ-სარკმელთა ღიობები მთლიანად აგურისაა. ინტერიერი და ფასადები შელესილი და შეთეთრებულია. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი შიგნიდან და გარედან თაღოვანია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული შვერილი აფსიდაა, რომლის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს თითო მოზრდილი თაღოვანი ნიშია მოწყობილი, ჩრდილოეთ ნიშის გვერდით სამკუთხა თაღით გადახურული პატარა ნიშია. საკურთხევლის ბაქანი ნავის იატაკზე ორი საფეხურით მაღალია და ცენტრში წინ წამოწეული ნახევარწრიული ამბიონი აქვს.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 87.