ჯორჯ ბენსონი
ჯორჯ ბენსონი (ინგლ. George Benson, დ. 22 მარტი, 1943)[4] — ამერიკელი მუსიკოსი, გიტარისტი და მომღერალი/სიმღერების ავტორი. პროფესიონალური კარიერა 21 წლის ასაკში დაიწყო, როგორც ჯაზ-გიტარისტმა. დაკვრისას იგი იყენებს პიკინგის ტექნიკის აპოიანდოს ტიპს, რომელსაც ჯანგო რეინჰარდტის მსგავსი მუსიკოსებიც ფლობდნენ.
ჯორჯ ბენსონი | |
---|---|
მადრიდში, 2009 წელს | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 22 მარტი, 1943 |
დაბ. ადგილი | პიტსბურგი, პენსილვანია, აშშ |
ეროვნება | აფრო-ამერიკელები[1] |
ჟანრ(ებ)ი | |
საქმიანობა | მუსიკოსი, სიმღერების ავტორი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, გიტარა |
აქტიური |
1954 (როგორც პატარა ჯორჯ ბენსონი)[2][3] 1964–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
Prestige Records (1964–65) Columbia Records (1966–67) Verve Records (1968) A&M Records (1968–70) CTI Records (1971–76) Warner Bros. Records (1976–94) GRP Records (1995–2005) Concord Records (2006–დღემდე) |
აღსანიშნავი ინსტრუმენტები | |
Ibanez GB10 Signature Model Ibanez GB200 Signature Model | |
საიტი | georgebenson.com |
ჯორჯ ბენსონი ვიკისაწყობში |
როგორც ვუნდერკინდი, ბენსონი პირველად გამოჩნდა 1960-იანებში, როდესაც ჯეკ მაკდაფთან და სხვებთან ერთად სოულ-ჯაზს ასრულებდა. მას წამოიწყო წარმატებული სოლო-კარიერა და საკუთარ მუსიკაში იყენებდა ჯაზის, პოპის, რიტმ-ენდ-ბლუზური და სკეტ-ვოკალის ელემენტებს. მისი ალბომი Breezin' აღინიშნა სამმაგი პლატინის სტატუსით და 1976 წელს მოხვდა „ბილბორდის“ პირველ პოზიციაზე.[5] 1980-იანებში მის კონცერტებზე დამსწრეთა რაოდენობა მაღალი იყო, რაც დღემდე გრძელდება.[5] ჰოლივუდის დიდების ხეივანში ბენსონს საკუთარი ვარსკვლავიც აქვს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჯორჯ ბენსონი“ ვიკისაწყობში.
- ჯორჯ ბენსონი AllMusic-ზე
- ოფიციალური საიტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Southern E. Biographical Dictionary of Afro-American and African Musicians — Greenwood Publishing Group, 1982.
- ↑ Australian ABCTV Flashez interview January 1, 1977.
- ↑ 45 discography for Groove Records. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-25. ციტირების თარიღი: 2017-05-02.
- ↑ Richard S. Ginell. (1943-03-22) George Benson | Biography & History. AllMusic. ციტირების თარიღი: 2017-05-02.
- ↑ 5.0 5.1 რობერტსი, დევიდ (2006). British Hit Singles & Albums, მე-19, ლონდონი: Guinness World Records Limited, გვ. 54. ISBN 1-904994-10-5.