ჯორჯო ვაკარო (იტალ. Giorgio Vaccaro; დ. 12 ოქტომბერი, 1892, სან-მარცანოტო, იტალია — გ. 25 სექტემბერი, 1983, რომი, იტალია) — იტალიელი პოლიტიკოსი, იტალიის სპორტული მენეჯერი და რომის ლაციოს უდიდესი ფანი და გადამრჩენელი.

ჯორჯო ვაკარო
იტალ. Giorgio Vaccaro
დაბადების თარიღი 12 ოქტომბერი, 1892
დაბადების ადგილი სან-მარცანოტო, იტალია
გარდაცვალების თარიღი 25 სექტემბერი, 1983
გარდაცვალების ადგილი რომი), იტალია
მოქალაქეობა  იტალია
 იტალიის სამეფო

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჯორჯო ვაკარო დაიბადა რომში. ბავშვობიდან იგი სპორტით იყო დაკავებული, განსაკუთრებით კი ფეხბურთის გულშემატკივარი იყო. გულშემატკივრობდა საფეხბურთო კლუბ ლაციოს. მას ბენიტო მუსოლინის მოღვაწეობის დროს მოუწია მსახური იტალიისთვის. იგი ასევე იტალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტიც იყო და აგრეთვე იტალიის ნაკრების წარმომადგენელი მსოფლიო ჩემპიონატზე 1934 და 1938 წლებში, ასევე ოლიმპიურ თამაშებზე 1936 წელს. თუმცა მან თავისი დიდი წვლილი ფეხბურთში დატოვა, კერძოდ კი ლაციოს ისტორიაში. 1927 წელს ბენიტო მუსოლინის იდეა იყო, რომ რომის ყველა საფეხბურთო კლუბი გაერთიანებულიყო და რომის ერთი ძლიერი კლუბი ჩამოყალიბებულიყო. ეს იდეა ლაციოსაც ეხებოდა, თუმცა ჯორჯო სიტყვით გამოვიდა:

 
„ლაციო სულ სხვა რამეა, ლაციო უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გუნდი, შენ ვერ აიღებ და ვერ შეუცვლი ამ კლუბს ფერებს, ლოგოს და ვერ ათამაშებ სხვა სტადიონზე, ეს არაა უბრალოდ ორგანიცაზია, რომ დაშალო და ვინმეს შეუერთო, ეს გუნდი რომის სიმბოლოა და ამიტომაც ხელს ნურავინ ახლებს ლაციოს.“

ბენიტო მუსოლინის იდეა მაინც მიიყვანეს ბოლომდე და რომის რამდენიმე გუნდი მაინც გააერთიანეს. ამის მერე ვაკაროს სურათი და ბანერი არაერთხელ აფრიალებულა რომის ოლიმპიურ სტადიონზე ლაციოს თამაშის დროს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Calcio Romanus Sum, di Piero Strabioni, E.n.n.e B.i., 2007