ჯორჯე ჯორჯესკუ (დ. 16 სექტემბერი, 1887, სულინა — გ. 1 სექტემბერი, 1964, ბუქარესტი) — რუმინელი დირიჟორი. რუმინეთის სახალხო არტისტი (1954), აკადემიკოსი. სწავლობდა ბუქარესტის კონსერვტორიაში (ჩელოს კლასი); შემდეგ ბერლინის უმაღლესე სამუსიკო სკოლაში (1910-1912). 1911-იდან გამოდიოდა როგორც სოლისტი. 1916-1918 სადირიჟორო ხელოვნებას ეუფლებოდა რ. შრაუსისა და ა. ნიკიშის ხელმძღვანელობით. 1920-იდან იყო ბუქარესტის ფილარმონიის ორკესტრის მთავარი დირიჟორი (1920-1944 გენერალური დირექტორი), პარალელურად მუშაობდა ბუქარესტის საოპერო თეატრის დირიჟორადაც (1920-1940 ხანგამოშვებით).

ჯორჯესკუ თანამედროვეობის ერთ-ერთ გამოჩენილ დირიჟორად ითვლება. სსრკ-ში იყო 4-ჯერ (1952-1958). რუმინეთის სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო პრემია (1949, 1957).

ლიტერატურა

რედაქტირება