ჯონ ფორსაიტი (ინგლ. John Forsyth; დ. 22 ოქტომბერი, 1780 — გ. 21 ოქტომბერი, 1841) — მე-19 საუკუნის ამერიკელი პოლიტიკოსი. წარმოადგენდა ჯორჯიის შტატს როგორც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, ასევე სენატში. იყო ჯორჯიის 33-ე გუბერნატორი. მხარს უჭერდა პრეზიდენტის, ენდრუ ჯექსონის პოლიტიკას, რომელმაც 1834 წელს დანიშნა სახელმწიფო მდივნად, ამ თანამდებობაზე 1841 წლამდე მუშაობდა, მარტინ ვან ბურენის პრეზიდენტობის დროსაც.

ჯონ ფორსაითი
ინგლ. John Forsyth
JohnForsythSoS11.jpg
დაბადების თარიღი 22 ოქტომბერი, 1780(1780-10-22)[1] [2]
დაბადების ადგილი ფრედერიკსბურგი
გარდაცვალების თარიღი 21 ოქტომბერი, 1841(1841-10-21)[1] [2] (60 წლის)
გარდაცვალების ადგილი ვაშინგტონი
მოქალაქეობა აშშ
განათლება პრინსტონის უნივერსიტეტი
Signature of Georgia politician John Forsyth Sr.png

ბიოგრაფიარედაქტირება

ადრეული ცხოვრებარედაქტირება

ფორსაიტი დაიბადა ფრედერიკსბურგში, ვირჯინიაში. მამამისი, რობერტ ფორსაიტი, შოტლანდიელი ემიგრანტი, იყო აშშ-ს პირველი მარშალი, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 1794 წელს მოკლეს [3]. ფორსაიტმა 1799 წელს დაამთავრა ნიუ ჯერსის კოლეჯი (ახლანდელი პრინსტონის უნივერსიტეტი). 1801 ან 1802 წელს დაქორწინდა კლარა მეიგსზე, ჯოშა მეიგსის ქალიშვილზე. მათი ერთ-ერთი ვაჟი, ჯონ ფორსაიტ უმცროსი მოგვიანებით გახდა გაზეთის რედაქტორი.

პოლიტიკური ცხოვრებარედაქტირება

ფორსაიტი მსახურობდა შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში (1813–1818 და 1823–1827), შეერთებული შტატების სენატში (1818–1819 და 1829–1834), იყო ჯორჯიის 33–ე გუბერნატორი (1827–1829). ასევე, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი 1834 წლიდან 1841 წლამდე. ერთგულად უჭერდა მხარს ენდრუ ჯექსონს.

გარდაცვალება და მემკვიდრეობარედაქტირება

ფორსაიტი გარდაიცვალა ვაშინგტონში, დაკრძალეს კონგრესის სასაფლაოზე. ფორსაიტის ოლქი, [4] ქალაქი ფორსაიტი[5] და ფორსაიტის პარკი [6] მის სახელს ატარებენ. გარდაიცვალა თავის 61-ე დაბადების დღემდე 1 დღით ადრე.

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. 2.0 2.1 Find a Grave — 1995.
  3. Whitmire, Kelly. What's in a name? Historian talks about where road, area names originated in Cumming, Forsyth County. Forsyth News (January 25, 2019). ციტირების თარიღი: February 9, 2019
  4. Forsyth County historical marker. Digital Library of Georgia. ციტირების თარიღი: June 12, 2016
  5. Forsyth historical marker. Digital Library of Georgia. ციტირების თარიღი: June 12, 2016
  6. Forsyth Park historical marker. Digital Library of Georgia. ციტირების თარიღი: June 12, 2016