ფრედერიკსბურგი (ვირჯინია)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
ფრედერიკსბურგი, ვირჯინია
დაარსებულია 1728
შტატი ვირჯინია
ოლქი დამოუკიდებელი ქალაქი
მერი ტომას ტომზაკი
http://www.fredericksburgva.gov/

ფრედერიკსბურგიდამოუკიდებელი ქალაქი, ვირჯინიის შტატში. ის დედაქალაქიდან დაშორიებულია — 50, ხოლო რიჩმონდიდან 55 მილით. 2000 წლის აღწერის მიხედვით მისი მოსახლეობა შეაგდენს 19, 278. ეკონომიკური ანალიზის ბიურო ფრედერიკსბურგს და მის მეზობლად მდებარე სპოტსილვანიის ოლქს აერთიანებს სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისას. ეს ქალაქი არის ვაშინგტონ-ბალტიმორის მეგაპოლისის ნაწილი.

ქალაქი მდებარეობს მდინარე რაპაჰანოკთან. 1714 წელს გუბერნატორმა ალექსანდრ სპოტსვუდმა დაასპონსორა გერმანელთა სამოსახლოს, გერმანას, აგება. შემდგომი გაფართოების მიზნით კოლონიუალურმა ასამბლეამ, 1720 წელს შექმნა ახალი ოლქი რომელსაც ეწოდა სპოტსილვანია (გუბერნატორის პატივსაცემად), ხოლო 1728 წელს დაარსდა ფრედერიკსბურგი. ქალაქს სახელი ეწოდა უელსის პრინცი ფრედერიკის პატივსაცემად. 1732 წელს, 1780 წლამდე, საოლქო სასამართლო გადატანილ იქნა ფრედერიკსბურგში. 1781 წელს ფრედერიკსბურგი საბოლოოდ ჩამოყალიბდა როგორც ქალაქი, მას ჰყავდა თავისი მერი, საბჭო და სასამართლო. 1879 წელს მას ოფიციალურად მიენიჭა ქალაქის სტატუსი.

1738 წელს ქალაქთან ახლოს დასახლდა ჯორჯ ვაშინგტონის ოჯახი. ვაშინგტნის დედა მერი მოგვიანებით ცხოვრობდა ფრედერიკსბურგში, ხოლო მისი და ბეთი ქალაქ გარეთ მდებარე პლანტაციაში. ამ ქალაქში ასევე ცხოვრობდნენ ამერიკის რევოლუციის გენერლები ჰიუ მერსერი და ჯორჯ უიდონი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯეიმზ მონრო.

ამერიკის სამოქალაქო ომის დროს ფრედერიკსბურგმა, მისი ადგილმდებარეობის გამო შეიძინა სტრატეგიული მნიშვნელობა. 1862 წლი 11–15 დეკემბერს, ფრედერიკსბურგის ბრძოლის დროს, ქალაქმა ძალიან დიდი ზიანი მიიღო. 1863 წლის 3 მაისს კიდევ ერთი ბრძლოა გაიმართა ქალაქთან ახლოს.

1908 წელს ქალაქში დაარსდა მერი ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტი.

გეოგრაფია

რედაქტირება
 
ფედერკსბურგი, 1863 წლის თებერვალი. ხედი მდინარე რაპაჰანოკის ნაპირიდან

აშშ-ის სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით ქალაქის საერთო ფართობი შეადგენს 27.2 კვ² (10.5 მი.²). ქალაქს აღმოსავლეთით და სამხრეთით გარს არტყავს მდინარე რაპაჰანოკი; მდინარის გადაღმა არის სტრაფორდის ოლქი. ჩრდილოეთით და დასავლეთით მდებარეობს სპოტსილვანიის ოლქი.

დემოგრაფია

რედაქტირება

2000 წლის აღწერის მიხედვით ფრედერიკსბურგში ცხოვრობს 19 279 ადამიანი, 8 102 კომლი და 3 921 ოჯახი. მოსახლეობის 73.18% არის თეთრკანიანი მოსახლეობა, 20.41 შავკანიანი, 0.34% ადგილობრივი ამერიკელი (ე.წ. ინდიელები), 1.51% აზიელები, 4.57% სხვა რასის წარმომადგენლები, ხოლო 4.90% ლათინო ამერიკელები.

ფრედერიკსბურგის ყოველდღიური გაზეთი არის ფრი ლენს სტარი (ინგლ. The Free Lance–Star). გაზეთის პირველი ნომერი 1885 წელს გამოვიდა. არსებობს ასევე რამდენიმე ადგილობრივი რადიოსადგური.