ჯონ ბუჩან ტელფერი (ინგლ. John Buchan Telfer; დ. 23 აგვისტო, 1830, მალტა, — გ. 1 ივნისი, 1907, ბექენჰემი, ინგლისი) — ბრიტანელი სამხედრო პირი, მოგზაური და მწერალი; სამეფო ფლოტის კაპიტანი, ლონდონის სიძველეთა საზოგადოების წევრი (1875).

მონაწილეობდა ყირიმის ომში (1853–1856) და დაჯილდოებული იყო ბალტიური მედლით. 1870-იან წლებში სამი წელი დაჰყო რუსეთის იმპერიაში, იქორწინა ეკატერინა მურავიოვაზე. ამ პერიოდში ორჯერ იმოგზაურა ყირიმსა და კავკასიაში, მათ შორის საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. საკუთარი შთაბეჭდილებები, დაკვირვებები და სხვადასხვა ისტორიული ცნობა ტელფერმა ლონდონში 1876 წელს ორ ტომად გამოქვეყნებულ ნაშრომში შეიტანა.[1][2]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  1. Capt J Buchan Telfer (Biographical details), British Museum. ნანახია 7 იანვარი, 2020.
  2. Obituary: Captain J. Bulchan Telfer, R.N., F.S.A., The Geographical Journal 30 (July-December 1907), pp. 97-98.