ჯონ კაბოტი (იტალ. Giovanni Caboto; დ. 1455, გენუა — გ. 1499) — იტალიელი მოგზაური. იგი 1495 წელს, ოჯახთან ერთად ბრისტოლში, გაერთიანებულ სამეფოში დასახლდა. ინგლისის მეფე ჰენრი VII-მ ნება დართო კაბოტს, შესდგომოდა მოგზაურობას. 1497 წელს მან გადაცურა ატლანტის ოკეანე, მიაღწია კუნძულ ნიუფაუნდლენდს და ერთი თვე გაატარა მის მიდამოებში. შინ დაბრუნებული სახელგანთქმული მეზღვაური 1498 წელს მეორე, ხანგრძლივ მოგზაურობას შეუდგა. მისი პატარა ფლოტი ოკეანეზე ამოვარდნილ ქარიშხალში მოჰყვა. ირლანდიამდე მხოლოდ ერთმა გემმა მიაღწია, კაბოტის ხომალდი კი დაიკარგა.

ჯონ კაბოტი
მშობლიური სახელი Giovanni Caboto
დაბადების თარიღი 1455
გენუა
გარდაცვალების თარიღი 1499
ეროვნება იტალიელი
საქმიანობა მოგზაური

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება