ჯონ და მეიბლ რინგლინგის ხელოვნების მუზეუმი

ჯონ და მეიბლ რინგლინგის ხელოვნების მუზეუმი — ფლორიდის ხელოვნების მუზეუმი,[1] მდებარეობს სარასოტაში, ფლორიდის შტატში, აშშ-ში.[2] იგი დაარსდა 1927 წელს, მებილ ბარტონ რინგლინგისა და ჯონ რინგლინგის მემკვიდრეობით. ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2000 წელს დაიწყო მუზეუმის მართვა.[3]

ჯონ და მეიბლ რინგლინგის ხელოვნების მუზეუმი
27°22′53″ ჩ. გ. 82°33′32″ დ. გ. / 27.381389° ჩ. გ. 82.559111° დ. გ. / 27.381389; -82.559111
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
მდებარეობა სარასოტა
კლასიფიკაცია ხელოვნების მუზეუმი
ოფიციალური საიტი https://www.ringling.org
Map

დაწესებულება ვიზიტორებს სთავაზობს ევროპული ნახატების 21 გალერეას, ასევე კვიპროსის სიძველეებს და აზიურ, ამერიკულ და თანამედროვე ხელოვნების კოლექციებს. მუზეუმის ხელოვნების კოლექცია ამჟამად შეადგენს 10 000 -ზე მეტ ობიექტს, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ფერწერულ ტილოებს, ქანდაკებებს, ნახატებს, ანაბეჭდებს, ფოტოსურათებსა და დეკორატიულ ხელოვნებას უძველესი დროის პერიოდიდან, კოლექციები თითქმის მთელი მსოფლიოდანაა. მუზეუმში ყველაზე ცნობილი ნივთებია XVI-XX საუკუნის ევროპული ნახატები, მათ შორის პიტერ პოლ რუბენსის ნახატების მსოფლიოში ცნობილი კოლექცია.[4] აქ ინახება სხვა ცნობილი მხატვრების ნამუშევრებიც, მათ შორისაა ბენჯამინ უესტი, მარსელ დიუშანი, დიეგო ველასკესი, პაოლო ვერონეზე, როზა ბონჰერი, ჯოვანი ლორენცო ბერნინი, ჯულიანო ფინელი, ლუკას კრანახი უფროსი, ფრანს ჰალსი, ნიკოლას პუსინი, ჯოზეფ რაიტი დერბიდან, თომას გეინსბორო, ეჟენ ბუდენი და სხვათა ნამუშევრები.

საერთო ჯამში, 150,000 კვადრატული ფუტი (14,000 м²) აემატა კამპუსს, რომელიც მოიცავს ხელოვნების მუზეუმს, ცირკის მუზეუმს, Ca' d'Zan-ს და რინგლინგის სასახლეს, რომელიც აღდგენილია ისტორიულ თეატრთან ერთად. კამპუსში ახალი დანამატებია მაკკეი ვიზიტორების პავილიონი, კოტლერ-კოვილის მინის პავილიონი, რომელიც გამოფენს სტუდიის შუშის ხელოვნებას, კამპუსის ნაწილია რინგლინგის ბიბლიოთეკა და სასწავლო ცენტრი.[5]

 
ნიკოლო დე სიმონის წმინდა სებასტიანი ნეაპოლიტანური ნახატების განყოფილებაში

ევერეტ ოსტინი ჯადოქართა საერთაშორისო საძმოს წევრი და 1927 წლიდან 1944 წლამდე, ვედსვორტის ათენეუმის ინოვაციური დირექტორი, იყო რინგლინგის მუზეუმის პირველი დირექტორი.[6]

ჯონ რინგლინგმა 1936 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, მუზეუმს დაუტოვა თავისი ქონება და ხელოვნების კოლექცია და დამატებით $ 1,2 მილიონი დოლარი, ფლორიდის შტატის ხალხს გადასცა. ანდერძის ერთ ინსტრუქციაში ნათქვამია, რომ არავის აქვს უფლება მუზეუმის ოფიციალური სახელის შეცვლა. მომდევნო 10 წლის განმავლობაში მუზეუმი არარეგალურად და არაპროფესიონალურად მუშაობდა, Ca 'd'Zan-ის რეზიდენცია, სადაც დაცული იყო რინგლინგის და მისი მეუღლის ხელოვნების კოლექციები, არ იყო ღია საზოგადოებისთვის, ხოლო სახელმწიფო რინგლინგის კრედიტორებთან იბრძოდა რინგლინგის ქონების გამო (რინგლინგი მისი გარდაცვალებისას თითქმის გაკოტრებული იყო;). სასამართლოში საქმის მოგების შემდეგაც კი, ფლორიდის სახელმწიფო დეპარტამენტმა (რომელსაც თავდაპირველად ეკისრებოდა პასუხისმგებლობა მუზეუმზე) პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია კოლექციების შესანარჩუნებლად, ხოლო ადგილობრივმა საზოგადოებამ მცირე დახმარება გაუწია მუზეუმს. 1990-იანი წლების ბოლოსთვის Ca 'd'Zan იშლებოდა, მუზეუმს ჰქონდა სახურავის პრობლემა, ასევე უსაფრთხოების სისტემები სრულიად არაადეკვატური იყო მისი კოლექციის დასაცავად, ხოლო $ 1,2 მილიონიანი ანდერძი მხოლოდ 2 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

ფლორიდის შტატმა მუზეუმის პასუხისმგებლობა 2000 წელს გადასცა ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტს [3] რეორგანიზაციის ფარგლებში შეიქმნა სამეურვეო საბჭო, რომელიც შედგებოდა არაუმეტეს 31 წევრისაგან, აქედან სულ მცირე ერთი მესამედი უნდა ყოფილიყო მანატის ან სარასოტას მაცხოვრებლები.[7]

2002 წელს კონსტრუქციისთვის საჭირო ფონდებმა მუზეუმისთვის 42.9 მილიონი დოლარი გამოყვეს, ერთი პირობით: მუზეუმს 50 წლის განმავლობაში უნდა შეექმნა 50 მილიონი აშშ დოლარი კერძო სექტორის დახმარებით; მუზეუმმა ბოლო ვადაში 55 მილიონი დოლარი შეაგროვა.[8]

2007 წლის იანვარში დასრულდა 76 მილიონი დოლარის გაფართოება და ხელოვნების მუზეუმის განახლება. დაემატა ახალი არტურ ფ. და ულა რ. სერინგის ახალი ნაწილი. მუზეუმი ახლა არის მეთექვსმეტე უდიდესი მუზეუმი შეერთებულ შტატებში.[9]

რინგლინგის სამფლობელო

რედაქტირება

ხელოვნების მუზეუმის გარდა, დაწესებულება ასევე შეიცავს რინგლინგის სასახლეს, Ca 'd'Zan- ს, მეიბლ რინგლინგის ვარდების ბაღს, ცირკის მუზეუმს და ტიბალსის სასწავლო ცენტრს, ისტორიულ ასოლო თეატრს, რინგლინგის ხელოვნების ბიბლიოთეკას, საიდუმლო ბაღს, და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრს. [1] [2]

Ca 'd'Zan, (ვენეციურად იოანეს სახლი), არის ზღვისპირა რეზიდენცია, რომელიც აშენებულია მეიბლისა და ჯონ რინგლინგისთვის. სასახლე დააპროექტა არქიტექტორმა დუაიტ ჯეიმზ ბაუმმა რინგლინგის დახმარებით, აშენებულია ოუენ ბერნსის მიერ, მშენებლობა დასრულდა 1926 წელს.

იგი შექმნილია ვენეციური გოთური სტილით. გადაჰყურებს სარასოტას ყურეს.[10] საცხოვრებელი სახლი აღადგინეს 2002 წელს.

ვარდების ბაღი

რედაქტირება

მეიბლ რინგლინგის ვარდების ბაღი დასრულდა 1913 წელს. ვარდების ბაღი მდებარეობს მერი ლუიზისა და ჩარლზ ტომპსონის რეზიდენციის მახლობლად, ულამაზესად მოპირკეთებულ ტერიტორიაზე, რომელიც გადაჰყურებს სარასოტას ყურეს. ჯონი და მეიბლი ორივე დაკრძალულია ამ ბაღის მახლობლად, ჩრდილოეთით, რომელსაც საიდუმლო ბაღი ჰქვია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. The Ringling. ციტირების თარიღი: March 17, 2014
  2. Title XLVIII, 1004.45(2)(a) 2006 Florida Statutes. ციტირების თარიღი: 2015-09-16
  3. 3.0 3.1 FSU article, 06/28/2004.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-09. ციტირების თარიღი: 2021-09-30. შეცდომა ციტირებაში Invalid <ref> tag; name "fsuarticle" defined multiple times with different content; $2
  4. Peter Paul Rubens, Paintings in Museums and Public Art Galleries. ArtCyclopedia.com. ციტირების თარიღი: 2007-05-02
  5. History of The Ringling. The Ringling. ციტირების თარიღი: 2020-09-01
  6. The Ringling Circus Museum Collections: An Overview..
  7. Board of Directors. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-26. ციტირების თარიღი: 2021-09-30.
  8. About. The Ringling (2000-07-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-03. ციტირების თარიღი: 2014-03-17.
  9. A vision rebuilt. St. Pete Times. ციტირების თარიღი: 4 September 2015"A vision rebuilt".
  10. John and Mable Ringling Museum of Art. Ca' d'Zan Mansion.