ჯონ ბოინი (დ. 30 აპრილი, 1971) — ირლანდიელი რომანისტი.[10] მისი წიგნები 50-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი. ავტორის ყველაზე გახმაურებული ნამუშევარია 2006 წლის რომანი „ბიჭი ზოლიან პიჟამაში“, რომლის მიხედვითაც 2008 წელს ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს.

ჯონ ბოინი
ინგლ. John Boyne
დაბადების თარიღი 30 აპრილი, 1971(1971-04-30)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] (53 წლის)
დაბადების ადგილი დუბლინი, ირლანდიის რესპუბლიკა[1] [4]
საქმიანობა მწერალი[8] , საბავშვო მწერალი, ჟურნალისტი[9] და ნოველისტი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  ირლანდიის რესპუბლიკა[4]
ალმა-მატერი დუბლინის ტრინიტის კოლეჯი, აღმოსავლეთ ანგლიის უნივერსიტეტი და Terenure College
ჟანრი რომანი და მოთხრობა
Magnum opus ბიჭი ზოლიან პიჟამაში და A History of Loneliness
ჯილდოები Gustav-Heinemann-Friedenspreis für Kinder- und Jugendbücher
საიტი johnboyne.com

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა დუბლინში. უმაღლესი განათლება მიიღო დუბლინის სამეფო კოლეჯსა (BA) და აღმოსავლეთ ანგლიის უნივერსიტეტში (MA). ამ უკანასკნელისგან 2015 წელს ლიტერატურაში საპატიო დოქტორის ხარისხი მიიღო.

ბოინი ჯონ ბენვილს „მსოფლიოში საუკეთესო ცოცხალ მწერლად“ მიიჩნევს.[11]

2006 წელს გამოქვეყნდა ბოინის რომანი ჰოლოკოსტის თემაზე „ბიჭი ზოლიან პიჟამაში“. მან რომანის მონახაზი ორნახევარ დღეში დაწერა,[12] თუმცა, სანამ წიგნის დაწერის იდეა მოუვიდოდა, იგი წლების მანძილზე შეისწავლიდა ჰოლოკოსტის თემაზე შექმნილ ლიტერატურას.[13] რომანმა არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო. დიდი მოწონება დაიმსახურა სიუჟეტის მორალურმა მხარემ, უარყოფითი შეფასებები კი ისტორიული უზუსტობებისადმი იყო მიმართული.[14][15] რომანმა ავტორს კომერციული წარმატება მოუტანა. მსოფლიოს მასშტაბით წიგნის შვიდ მილიონზე მეტი ეგზემპლიარი გაიყიდა.[16] 2007-2008 წლებში რომანი ესპანეთში ნომერ პირველი ბესტსელერი იყო,[17] ასევე პირველ ადგილს იკავებდა ნიუ-იორკ ტაიმზის ბესტსელერების სიაში.[18] რომანის მიხედვით ეკრანიზაცია გადაიღეს, რომელშიც მთავარ როლებს აზა ბატერფილდი და დევიდ თიულისი ასრულებენ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #133252922 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  3. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  4. 4.0 4.1 4.2 http://web.archive.org/web/20160401154223/http://jeugdliteratuur.org/auteurs/john-boyne
  5. Discogs — 2000.
  6. NooSFere — 1999.
  7. Babelio — 2007.
  8. The Fine Art Archive — 2003.
  9. Czech National Authority Database
  10. O Conghaile, Pól (23 October 2010). „Wild Child of a Different Stripe“. Irish Examiner. ციტირების თარიღი: 27.10.2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  11. Boyne, John. (11 October 2019) John Banville... the world's greatest living writer, is someone who has a legitimate chance of winning the Nobel Prize. ციტირების თარიღი: 11 October 2019
  12. Interview with Children's Author John Boyne (2006). ციტირების თარიღი: 23 February 2007
  13. John Boyne talks about The Boy In The Striped Pyjamas en. ციტირების თარიღი: 2019-12-14
  14. Agnew, Trevor. (9 May 2008) John Boyne Interview.
  15. Hannah May Randall. (31 May 2019) The Problem with 'The Boy in the Striped Pyjamas'. ციტირების თარიღი: 22 November 2021
  16. McClements, Freya. „Is making a living just from writing books a literary fiction?“. The Irish Times (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2020-01-10.
  17. (2020) Holocaust Education : Contemporary challenges and controversies, Stuart J. Foster, Andy Pearce, Alice Pettigrew. London. ISBN 978-1-78735-798-3. OCLC 1159166150. 
  18. Biography. John Boyne. ციტირების თარიღი: 2016-03-15