ჯონ ბეიტს კლარკი
ჯონ ბეიტს კლარკი (დ. 26 იანვარი, 1847, როდ-აილენდი — გ. 21 მარტი, 1938, ნიუ-იორკი) — ამერიკელი ეკონომისტი, საზღვრითი სარგებლიანობის თეორიის ფუძემდებელი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1872 წელს დაამთავრა ამჰერსტის კოლეჯი. სწავლობდა ჰაიდელბერგისა და ციურიხის უნივერსიტეტებში. 1877 წლიდან იყო პროფესორი აშშ-ის მთელ რიგ კოლეჯებში. 1895-1923 წლებში იყოი კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი. 1893-1895 წლებში იყო ამერიკის ეკონომისტთა ასოციაციის პრეზიდენტი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 544.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჯონ ბეიტს კლარკი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)