რაიან ჯონსონი

(გადამისამართდა გვერდიდან ჯონსონი, რაიან)

რაიან კრეიგ ჯონსონი (დ. 17 დეკემბერი, 1973) — ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი, მემონტაჟე და მსახიობი. სანდენსის კინოფესტივალზე 2005 წელს მიიღო ჟიურის სპეციალური ჯილდო ორიგინალური ხედვისთვის, სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის „აგური“.[1][2][3] იგი არის ფილმების „ძმები ბლუმები“ და „დროის მარყუჟი“, აგრეთვე ტელესერიალის „Breaking Bad“ სამი ეპიზოდის რეჟისორი.

რაიან ჯონსონი

რაიან ჯონსონი 2012 წელს
დაბადების სახელი რაიან კრეიგ ჯონსონი
დაბადების თარიღი 17 დეკემბერი, 1973 (1973-12-17) (51 წლის)
სილვერ-სპრინგი, მერილენდი, აშშ
საქმიანობა კინორეჟისორი, სცენარისტი, მემონტაჟე, მსახიობი
აქტიური 1995–დღემდე
ნათესავები აარონ ჯონსონი (ძმა)
ნეითან ჯონსონი (ბიძაშვილი)

ჯონსონი აგრეთვე ცნობილია როგორც „უკანასკნელი ჯედაის“, „ვარსკვლავური ომების“ მერვე, გაგრძელების ტრილოგიაში კი მეორე ფილმის რეჟისორი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Rian Johnson“. The New York Times. 2010. ციტირების თარიღი: October 10, 2012.
  2. „Car Talk with Rian Johnson“. The New York Times. 2009. ციტირების თარიღი: October 10, 2012.
  3. „IN THE NEWS Rian Johnson“. Los Angeles Times. September 7, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 5, 2012. ციტირების თარიღი: October 10, 2012.