Breaking Bad[1] — ამერიკული ნეო-ვესტერნული კრიმინალური დრამის ჟანრის ტელესერიალი, შექმნილი ვინს გილიგანის მიერ. იგი ხუთი სეზონის განმავლობაში, 2008 წლის 20 იანვრიდან 2013 წლის 29 სექტემბრამდე გადიოდა AMC-ზე. სერიალში მოთხრობილია უოლტერ უაიტის (ბრაიან კრენსტონი), ფილტვების რთული ფორმის სიმსივნით დაავადებული სკოლის ქიმიის მასწავლებლის შესახებ. ყოფილ მოსწავლე ჯესი პინკმენთან (აარონ პოლი) ერთად იგი კრიმინალურ ცხოვრებას მიჰყვება, ამზადებს და ყიდის მეთამფეტამინს, რათა საკუთარი ოჯახის მომავალს მოახმაროს. ამავე დროს, იგი დანაშაულებრივ სამყაროსთან ურთიერთობს. სერიალის სახელწოდება მომდინარეობს სამხრეთ ამერიკული სლენგიდან, სადაც „უსიამოვნების გამოწვევის“ შესატყვისია.[2] Breaking Bad გადაღებულია და მიმდინარეობს ალბუკერკში (ნიუ-მექსიკო).

სატიტულო კადრი

უოლტერის ოჯახის წევრები არიან: მისი ცოლი სკაილერი (ანა განი) და შვილები, უოლტერ უაიტ უმცროსი (არჯეი მიტი) და ჰოლი უაიტი (ელანორ ენ უენრიხი). სერიალში აგრეთვე ჩნდებიან სკაილერის და მარი შრედერი (ბეტსი ბრენდტი) და მისი მეუღლე ჰენკი (დინ ნორისი), ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოდან. უოლტერს, უკანასკნელის მიერ დაქირავებული ადვოკატი სოლ გუდმენი (ბობ ოდენკირკი) აკავშირებს კერძო გამომძიებელ მაიკ ერმანტრაუტთან (ჯონათან ბენქსი), უოლტერი კი მას - მაიკის ადვოკატ, ნარკოდილერ გას ფრინგთან (ჯანკარლო ესპოსიტო). სერიალის უკანასკნელ სეზონში ჩნდებიან პერსონაჟები ტოდ ალკუისტი ((ჯესი პლემონსი) და ლიდია როდარტ-კუეილი (ლორა ფრეიზერი).

Breaking Bad მიჩნეულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ტელესერიალად.[3] უკანასკნელი ეპიზოდის ეთერში გასვლის დროისთვის სერიალი უკვე იქცა აშშ-ის ეთერში რეკორდსმენად მაყურებლების მხრივ. მან მიიღო მრავალი ჯილდო, მათ შორის - ემის პრაიმტაიმის ჯილდო, სატელიტის რვა ჯილდო, ორი ოქროს გლობუსი, ორი პიბოდის ჯილდო, ორი კრიტიკოსების არჩევანის ჯილდო და ოთხი სატელევიზიო კრიტიკოსების ჯილდო. თავისი როლისთვის კრენსტონმს ოთხჯერ გადაეცა პრაიმტაიმული ემის ჯილდო დრამატულ სერიალში გამორჩეული წამყვანი მსახიობისთვის, ხოლო აარონ პოლმა სამჯერ მიიღო პრაიმტაიმული ჯილდო გამორჩეული მეოხარისხოვანი მსახიობისთვის. ანა განმა ორჯერ მიიღო მსგავსი ჯილდო მსახიობი ქალისთვის. 2013 წელს Breaking Bad მოხვდა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში, როგორც ყველა დროის ყველაზე აღიარებული ტელესერიალი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ქართულად ცნობილია როგორც „გაბოროტებული“ და „მძიმე დანაშაული“
  2. Rothman, Lily (September 23, 2013). „Breaking Bad: What Does That Phrase Actually Mean?“. Time. ციტირების თარიღი: May 11, 2017.
  3. წყაროები, რომლებშიც Breaking Bad ნახსენებია, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ტელესერიალი:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Breaking_Bad&oldid=4607770“-დან