ჯონ მარკ გალეკი (ინგლ. John Mark Galecki; დ. 30 აპრილი, 1975)[1]ამერიკელი მსახიობი. ცნობილია ლეონარდ ჰოპსტედერის შესრულებული როლით CBS-ის სიტკომში „დიდი აფეთქების თეორია“ (2007-2019), და დეივიდ ჰიელის როლით ამერიკულ სიტკომში „Roseanne“ (1992-1997, 2018). მონაწილეობა მიღებული აქვს რამდენიმე ფილმში, მათ შორისაა: ამერიკული კომედია „საშობაო არდადეგები“ (1989), ფანტაზიური დრამა „სანტას ირემი“ (1989), კრიმინალური თრილერი „თვითმკვლელი მეფეები“ (1997), „მე ვიცი რა ჩაიდინეთ წინა ზაფხულში“ (1997), 2011 წლის ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკა „დრო“ და საშინელებათა ჟანრის ფილმი „ზარები“ (2017).

ჯონი გალეკი

გალეცკი 2017 წლის ივლისში.
დაბადების სახელი ჯონ მარკ გალეკი
დაბადების თარიღი 30 აპრილი, 1975 (1975-04-30) (49 წლის)
ბელგია
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1987–დღემდე
მეუღლე(ები) ალაინა მეირი (2018-დღემდე)

გალეკი იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე სატელევიზიო მსახიობი. 2018 წელს Forbes-მა მისი წლიური ანაზღაურება 25 მილიონ აშშ დოლარად შეაფასა და დაასახელა მსოფლიოში მეორე ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე სატელევიზიო მსახიობად.[2]

  1. Johnny Galecki. TV Guide. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 11, 2016. ციტირების თარიღი: August 27, 2014.
  2. „Highest-Paid TV Actors 2018“. Forbes. ციტირების თარიღი: March 21, 2019.