ჯონიმ იარაღი აიღო (1971 წლის ფილმი)

ჯონიმ იარაღი აიღო (ინგლ. Johnny Got His Gun) — ამერიკელი სცენარისტის დალტონ ტრუმბოს 1971 წლის ფილმი. გადაღებულია მისივე ამავე სახელწოდების რომანის (1939) მიხედვით.

ჯონ ბონემი ახალგაზრდა ამერიკელი ჯარისკაცია, რომელიც მძიმედ დაიჭრა პირველი მსოფლიო ომის დროს. ჯოს მოკვეთეს ხელები და ფეხები, მან დაკარგა თითქმის ყველა გრძნობის ორგანო. სამხედრო ექიმის, პოლკოვნიკ ტილერის თქმით, „უცნობი ჯარისკაცი №47 არის არსება, რომელსაც არ შეუძლია განიცადოს ტკივილი, სიამოვნება, არ აქვს მეხსიერება, არ შეუძლია ოცნებება“. ჰოსპიტალის სხვა პაციენტებისგან იზოლირებული ჯონი თანდათან აცნობიერებს საკუთარ მდგომარეობას და იაზრებს იმ საშინელებას, რომელიც თავს დაატყდა. მას გრძნობს შეხებას, ვიბრაციას და მზის სინათლეს; მოგონებებში, ფანტაზიებსა და შიშებში მას სტუმრობენ საცოლე კარინი, მამა ქრისტოსი. ამის მიუხედავად, პერსონალისთვის ის რჩება მხოლოდ ადამიანისმაგვარ არსებად, რომელიც მხოლოდ მედიცინისთვისაა საინტერესო. მხოლოდ ერთი ექტთანი აცნობიერებს, რომ მის თვალწინ არის ცოცხალი, მოაზროვნე და განცდისუნარიანი ადამიანი. მისი შეხებით შთაგონებული ჯონი აცნობიერებს, რომ სხვებთან ურთიერთობა მორზეს ანბანის საშუალებით — თავის მოძრაობით შეუძლია. ჯონი შეკრებილ სამხედროებს სთხოვს, გამოფინონ ის, როგორც ექსპონარი, ან მოკლან. მაგრამ სამხედროები არ თანხმდებიან არცერთ მის შეთავაზებაზე. მოწყალე ექთნის მცდელობა, მოუსწრაფოს მას სიკვდილი და შეწყვიტოს მისი ტანჯული არსებობა, წარუმატებლად დასრულდა. ჯონი, გააცნობიერებს, რომ იგი სიკვდილამდე ჩაკეტილ ოთახში დარჩება, მას ისღა დარჩენია, რომ მარტომ მხოლოდ ჩუმად და სიბნელეში იმეოროს: „SOS… მიშველეთ… SOS… მიშველეთ…“.

ჯილდოები და ნომინაციები

რედაქტირება

ანარეკლი კულტურაში

რედაქტირება

ფილმის ფრაგმენტები გამოყენებულია მეტალიკას ვიდეოკლიპში სიმღერისთვის "One" (1989), რომელიც დაწერილი იყო რომანის გავლენით. ფილმს, რომელსაც პუბლიკაში გამოხმაურება არ მოჰყოლია, ფართო პოპულარობა და საკულტო სტატუსი მოიპოვა ამ ვიდეოკლიპის გამოჩენის შემდეგ.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Ewans H.. Johnny Got His Gun (1971) (pdf). Adelaide Cinematheque. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-30. ციტირების თარიღი: 2009-09-21.