ჯოის მუჯურუ
ჯოის ტეურაი როპა მუჯურუ (შონა Joice Teurai Ropa Mujuru; დ. 15 აპრილი, 1955, მაუნტ-დარვინი), დაბადებით რუნაიდა მუგარი (შონა Runaida Mugari) — ზიმბაბველი პოლიტიკოსი, ხანგრძლივი დროის განმავლობაში რობერტ მუგაბეს თანამებრძოლი. სამოქალაქო ომის მონაწილე, პარტია ზიმბაბვეს აფრიკული ეროვნული კავშირი — პატრიოტული ფრონტის აქტივისტი. ზიმბაბველი პოლიტიკოსის სოლომონ მუჯურუს მეუღლე. 1980 ლიდან ეკავა სხვადასხვა თანამდებობა მთავრობაში: 1980-1985 წლებში იყო ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი, 1996-1997 წლებში ინფორნაციის, ფოსტისა და ტელეკომუნიკაციის მინისტრი, 1997-2004 წლებში კი სოფლის მეურნეობისა და წყლის რესურსების მინისტრია. 2004-2014 წლებშ ქვეყნის პირველი ვიცე-პრეზიდენტია. განიხილებოდა როგორც რობერტ მუგაბეს პოტენციური შემცვლელი. გადააყენეს თანამდებობიდან და გარიცხეს მმართველი პარტიიდან პრეზიდენტის საწინააღმდეგო შეთქმულების ბრალდებით.
ჯოის მუჯურუ | |
---|---|
შონა Joice Mujuru | |
დაბადების თარიღი | 15 აპრილი, 1955[1] (69 წლის) |
დაბადების ადგილი | Mount Darwin, Southern Rhodesia, Federation of Rhodesia and Nyasaland[2] [1] |
მოქალაქეობა | ზიმბაბვე |
განათლება | Women's University in Africa |
მეუღლე/ები | Solomon Mujuru |
vpmujuruoffice.gov.zw | |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჯოის მუჯურუ დაიბადა 1955 წლის 15 აპრილს ქალაქ მაუნტ-დარვინში, სამხრეთ როდეზიის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ეროვნებით მიეკუთვნება შონას ხალხს. 18 წლის ასაკში დაასრულა საშუალო სკოლა. იბრძოდა სამხრეთ როდეზიის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. იყო ერთ-ერთი პირველი ქალი, რომელმაც პარტიის სამხედრო ფრთაში დაიკავა მეთაურის თანამდებობა.
ატარებდა პარტიზანულ ფსევდონიმს Teurai Ropa. ასევე შეიცვალა სახელი და რუნაიდას მაგივრად დაირქვა ჯოისი. 1977 წელს ცოლად გაჰყვა სოლომონ მუჯურუს, პარტიის სამხედრო ნაწილების მხედართმთავრის მოადგილეს, რომელიც მოგვიანებით ზიმბაბვეს შეარაღებული ძალების მტავარსარდალი გახდა.
1980 წლის 18 აპრილიდან (ზიმბაბვეს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან) 2014 წლის 9 დეკემბრამდე მუჯურუს მიყოლებით ეკავა მაღასლი სახელმწიფო თანამდებობები. რობერტ მუგაბეს პირველ კაბინეტში 25 წლის მუჯურუ გახდა ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი.
1980-1985 წლებში მას ეკავა ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის მინისტრის თანამდებობა. 1985 წლიდან 1988 წლამდე კი სახელმწიფო მინისტრი და პრემიერ-მინისტრის კანცელარიის მეთაურია. მომდევნო ოთხი წელი საზოგადოებრივი განვითარების, კოოპერაციისა და ქალთა საკითხების მინისტრია. 1992-1996 წლებში ცენტრალური მაშონალენდის მინისტრ-გუბერნატორია, ხოლო 1996-1997 წლებში ინფორმაციის, ფოსტისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრია. 1997-2004 წლებში კი ეკავა სოფლის მეურნეობისა და წყლის რესურსების მინისტრის თანამდებობა.
ამ თანამდებობზე ყოფნის დროს მუჯურუ რობერტ მუგაბეს პოლიტიკის გამტარებელი იყო. 1997 წელს როგორც ტელეკომუნიკაციების მინისტრმა დაბლოკა დამოუკიდებელი მობილური ქსელი Ecocet-ი და სრული მონოპოლია ჩაუგდო ხელში Telecel-ს. ეს არ იყო მხოლოდ კომერციული ინტერესებით გამოწვეული (სოლომონ მუჯურუ იყო Telecel-ის მოწილე[3]), არამედ ქვეყანაში დამოუკიდებელი ტელეკომუნიკაციის არსებობის შეზღუდვა.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2000-იანების დასაწყისში დაიწყო იმ ფერმების ხელში ჩაგდება, რომელიც თეთრკანიანებს ეკუთვნოდათ. იგი ბოლომდე მხარს უჭერდა ვეტერანთა ასოციაციის ბოევიკებს. 2001 წელს ჯოის მუჯურუ შეიყვანეს იმ პირების სიაში, რომელზეც აშშ-მ სანქციები დააწესა. მუჯურუმ სანქციების წესის დარღვევით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან მოახდინა 3,5 ტ ოქროს არალეგალური რეალიზაცია[4].
2004 წელს მმართველი პარტიის ქალთა ორგანიზაციამ მისი კანდიდატურა წარადგინა პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე. ჯოის მუჯურუმ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა მიიღო 2004 წლის 6 დეკემბერს[5].
ჯოის მუჯურუ განიხილებოდა რობერტ მუგაბეს პოტენციურ შემცვლელად. მას მხარს უჭერდა მმართველ პარტიასთან აფილირებული მრავალი ორგანიზაცია. ამავე დროს, 2010 წლის შუა პერიოდისათვის, მუჯურუს პოლიტიკური პოზიციები - ადრე უკიდურესად რადიკალური - უკვე განიხილებოდა შედარებით ზომიერად და ბიზნესზე ორიენტირებულად[6].
მდგომარეობა შეიცვალა ჯოის მუჯურუსა და პრეზიდენტის ცოლის გრეის მუგაბეს შორის კონფლიქტის შემდეგ. 2014 წელს მუჯურუ დაადანაშაულეს პრეზიდენტის წინააღმდეგ შეთქმულებაში და 9 დეკემბერს გადააყენეს თანამდებობიდან. მომდევნო დღეს ეს თანამდებობა დაიკავა ემერსონ მნანგაგვამ. 2015 წლის აპრილში მუჯური გარიცხეს მმართველი პარტიიდან. ანალიტიკოსებმა აღნიშნული შეაფასეს როგორც გრეის მუგაბეს გამარჯვებად კულისებში მიმდინარე ბრძოლებში[7].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Official website
- "Mujuru Story" website დაარქივებული 2022-03-30 საიტზე Wayback Machine. Mujuru.com
- BBC NEWS website Profile
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Dictionary of African Biography / E. K. Akyeampong, Henry Louis Gates, Jr. — NYC: OUP, 2012.
- ↑ Freebase Data Dumps — Google.
- ↑ Profile: The Mujuru couple. Minister in education
- ↑ Zimbabwe 'illegal gold sale bid'
- ↑ ZIMBABWE: Mujuru sworn in as vice president
- ↑ Robert Mugabe accuses Joice Mujuru of plot to unseat him
- ↑ Грейс над Джойс. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2020-02-29.