ჯოზეფ ანკრა
ჯოზეფ არტურ აკრა (ინგლ. Joseph Arthur Ankrah; დ. 18 აგვისტო, 1915, აკრა, ოქროს ნაპირი — გ. 25 ნოემბერი, 1992, აკრა, განა) — განელი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, განის გათავისუფლების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე 1966 — 1969, 1966 წლის განის სამხედრო გადატრიალების ხელმძღვანელი, რომლის შედეგადაც დაამხეს პირველი პრეზიდენტი კვამე ნკრუმა.
ჯოზეფ ანკრა | |
განის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
24 თებერვალი, 1966 – 2 აპრილი, 1969 | |
წინამორბედი | კვამე ნკრუმა |
მემკვიდრე | აკვასი აფრიფა |
განის გათავისუფლების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
24 თებერვალი, 1966 – 2 აპრილი, 1969 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | აკვასი აფრიფა |
განის საგარეო საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
19 ივნისი, 1966 – 13 მარტი, 1967 | |
წინამორბედი | ალექს კვეისონ-სეკი |
მემკვიდრე | ჯონ ჰარლი |
დაბადებული | 18 აგვისტო, 1915 აკრა, განა |
გარდაცვლილი | 25 ნოემბერი, 1992 აკრა, განა |
მამა | სამუელ პოლ კოფი ანკრა |
დედა | ბეატრის აბაში კუეინორი |
მეუღლე | მილდრეს კრისტინა აკისივორ ფუგარი |
პროფესია | სამხედრო |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჯოზეფ არტურ ანკრა დაიბადა ქრისტიანი მისიონერის ოჯახში 1915 წლის 18 აგვისტოს. 1921 წელს 6 წლის ჯოზეფი შეიყვანეს აკრის მეთოდისტურ სკოლაში. 1932 წელს იგი ჩაირიცხა განის ერთ-ერთ პრესტიჟულ, აკრის აკადემიაში, ხოლო 1937 წელს მიიღო ქემბრიჯის სკოლის სერტიფიკატი. 1930-იანი წლებიდან დაკავებულია სპორტული კარიერით, რომელიც ახალგაზრდულ კლუბ „ავრორაში“დაიწყო, ხოლო 30-იანი წლების ბოლოს უკვე პროფესიულ ფეხბურთს თამაშობდა. აპირებდა სპორტული კარიერის გაგრძელებას, მაგრამ მეორე მსოფლიო ომმა მისი გეგმები შეცვალა.
სამხედრო კარიერა
რედაქტირება1939 წელს გაიწვიეს ბრიტანეთის დასავლეთი აფრიკის სამხედრო სასაზღვრო ჯარში. 1940 წელს მისი დანაყოფი გააგზავნეს აღმოსავლეთ აფრიკაში იტალიელების წინააღმდეგ საბრძოლველად ეთიოპიაში, თუმცა ანკრა დარჩა აკრაში და მიიღო თანამდებობა კანცელარიაში. 1947 წელს მიიღო ლეიტენანტის წოდება, 1956 წელს მაიორის, ხოლო 1957 წელს - პოდპოლკოვნიკის წოდება.
1966 წლის 24 თებერვალს აკვასი აფრიფასთან ერთად დაამხო პრეზიდენტ კვამე ნკრუმას ხელისუფლება, მიიღო განის გათავისუფლების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის, სახელმწიფოს მეთაურის, წოდება.
1969 წლის 2 აპრილს გადადგა ფინანსური სკანდალის გამო.
1965 წელს დაქორწინდა მესამედ. საერთო ჯამში ჰყავდა 18 შვილი. გარდაიცვალა აკრაში 1992 წლის 25 ნოემბერს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Ocran, Albert Kwesi (1968). A Myth Is Broken: An Account of the Ghana Coup d’Etat of 24 February 1966. Longmans. ISBN 978-0582645233. (ინგლისური)
- Jackson, Kofi A. (April 1999). When Gun Rules. Woeli Pub Serv. ISBN 978-9964978570. (ინგლისური)
- Killick, T. (1978), Development Economics in Action: Economic Policies in Ghana, London: Heinemann, 392 pages (ინგლისური)
- Wolf-Rüdiger Baumann, Gustav Fochler-Hauke: Biographien zur Zeitgeschichte seit 1945. Fischer-Taschenbuch-Verlag, Frankfurt am Main 1985, ISBN 3596245532 (Jubiläumsband zur 25. Ausgabe des «Fischer-Weltalmanachs») (გერმანული)