ჯოვანი ბონა დე ბოლირისი
ჯოვანი ბონა დე ბოლირისი (დ. დაახლოებით 1520, კოტორი, ვენეციის რესპუბლიკა — გ. 1572, იქვე) — ვენეციის ალბანეთის პერიოდის პოეტი და ჰუმანისტი მწერალი. წერდა ლათინურ და იტალიურ ენებზე.
ჯოვანი ბონა დე ბოლირისი | |
---|---|
დაბადების თარიღი | სავარაუდოდ 1520 |
დაბადების ადგილი | კოტორი, ჩერნოგორია |
გარდაცვალების თარიღი | სავარაუდოდ 1572 |
გარდაცვალების ადგილი | კოტორი, ჩერნოგორია |
საქმიანობა | პოეტი, ჰუმანისტი |
ენა | ლათინური ენა |
ალმა-მატერი | პადუის უნივერსიტეტი[1] |
პერიოდი | XVI საუკუნე[2] [1] [3] |
Magnum opus | Descriptio Ascriviensis urbis[4] [3] |
ჯოვანი ბონა დე ბოლირისი დაიბადა კოტორში (დალმაცია) ვენეციის ალბანეთი, რომელიც მაშინ შედიოდა ვენეციის რესპუბლიკაში, ამჟამად თანამედროვე ხორვატიის და მონტენეგროს ტერიტორიაზეა. სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტზე პადუას უნივერსიტეტში.
ბიოგრაფია
რედაქტირება1551 წელს გადავიდა საცხოვრებლად ნეაპოლის სამეფოში. ჯოვანი ბონა დე ბოლირისი მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებდა იტალიის ლიტერატურულ წრეებთან, კერძოდ, ნეაპოლის სამეფო კარის ირგვლივ დაჯგუფებულ პოეტებთან.
რენესანსის წარმომადგენელი პოეტი ავტორია მრავალი სონეტისა, რომელიც ეძღვნება პალიანოს ჰერცოგინიას ჯოვანი დ'არაგონას იტალიურ ენაზე.
ჯოვანი ბონა დე ბოლირისი გარდაიცვალა ქალაქ კოტორში. 1585 წელს, მისი გარდაცვალებიდან 13 წლის შემდეგ, ქალაქ კოტორის პატივსაცემად გამოიცა მისი ლექსი, რომელიც პოეტმა დაწერა ლათინურ ენაზე ტოსკანაში ცხოვრებისას.
შემოქმედება
რედაქტირებაჯოვანი ბონა დე ბოლირისი მის მიერ დაწერილ ლექსებს ხელს აწერდა, როგორც ჯოვანი ბონა, იოჰანეს ბონა და იოანეს ბონა.
მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია Descriptio sinus et urbis Ascriviensis ("კოტორის ყურის და ქალაქ კოტორის აღწერა"). კრებული შედგება 331 ლათინური ეკზამეტრისგან, რომელიც მიუძღვნა თავის მშობლიურ ქალაქს და თანამედროვე კოტორის ყურის შემოგარენს.[5]
ნაშრომი გამოქვეყნდა ტოსკანაში 1585 წელს დომინიკელი ბერის რაგუზან სერაფინო რაზეს მიერ, როგორც ხსენებული ბერის მიერ დაწერილი "რაგუზას ისტორიის" (Storia di Raugia) დანართი.
აქტიურად მიმდინარეობს კამათი იმ საკითხზე, თუ რომელ ლიტერატურას ეკუთვნის ჯოვანი ბონა დე ბოლირისის შემოქმედება: ხორვატულ, ჩერნოგორიულ, სერბულ თუ იტალიურ ლიტერატურას, რადგან მისი ნაწარმოებები იტალიურ ლათინურ ფორმატში იყო დაწერილი.[6]
სერბი და ხორვატი ისტორიკოსები მწერალს თავიანთი ეროვნული ლიტერატურის წარმომადგენლად თვლიან. მას შეუცვალეს სახელი და უწოდეს „ივან ბოლიცა“ და „ივან ბუნიჩი“.
ბონა შესული იყო (თარგმნილი) ჯერ 1969 წლის "ხორვატი ლათინისტების" ანთოლოგიაში, შემდეგ კი — 1979 წლის მონტენეგროს ანთოლოგიაში.
პოეტის სონეტები პირველ იტალიურ ანთოლოგიაში უკვე 1555 წელს, ოთხი საუკუნით ადრე შევიდა. ბონა პალიანოს წიგნში ჰერცოგის შესახებ წარმოდგენილი იყო არა ლექსებით ხორვატულ ენაზე, არამედ იტალიური სონეტით და ლათინური ეპიგრამათ, ხელმოწერილი "ჯოვანი ბონა დე კატაროდან".
ცოტა ხნის წინ, ცნობილმა ხორვატმა ესეისტმა სლობოდან პროსპეროვ ნოვაკმა, „ხორვატიის PEN ცენტრის“ პრეზიდენტმა, წიგნში დაწერა, რომ ივან ბოლიცა სამუდამოდ რჩება ხორვატიის ლიტერატურის ისტორიის ნაწილად.
ლიტერატურა
რედაქტირება- Gelcich, Giuseppe. Memorie storiche sulle bocche di Cattaro. Zara, 1880.
- Paulucci, Luigi. Le Bocche di Cattaro nel 1810. Edizioni Italo Svevo. Trieste, 2005.
- Randi, Oscar. Dalmazia etnica, incontri e fusioni. Tipografie venete. Venezia, 1990.
- Rheubottom, David. Age, Marriage, and Politics in Fifteenth-Century Ragusa. Oxford University Press, Oxford, 2000. ISBN 0-19-823412-0
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ 3.0 3.1 Hrvatski biografski leksikon — 1983.
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ Historical memories of Cattaro (იტალ.)
- ↑ "Scotti's comments on the "Croatian latinists" (იტალ.)". Archived from the original on 2011-10-01. Retrieved 2011-07-17.