ჯიმი მაისურაძე
ჯიმშერ (ჯიმი) მაისურაძე (დ. 3 თებერვალი, 1949, სოფ. გიორგეთი, ახლანდ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, — გ. 26 დეკემბერი, 1992, ლესელიძის მახლობლად) — ქართველი სამხედრო მფრინავი, პოლკოვნიკი.
საავიაციო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის ომში ავღანეთში, შემდეგ მსახურობდა ვერტმფრენის ეკიპაჟის მეთაურად ციმბირში. 1991 წლიდან მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, შემდეგ — აფხაზეთში. 1992 წლის თებერვლიდან მეთაურობდა ეროვნული გვარდიის სამმართველოს საავიაციო პოლკს. მაისურაძე დაიღუპა აფხაზეთში, მისი „მი-24“ ვერტმფრენის კოდორის ხეობაში პატრულირების დროს ჩამოგდების შედეგად. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით (1992, სიკვდილის შემდეგ). დაკრძალულია მშობლიურ სოფელ გიორგეთში (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი).[1][2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გიორგეთში ჯიმი მაისურაძის სახელობის დღესასწაული გაიმართა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური.
- ↑ „შავი პოლკოვნიკი“ - ჯიმი მაისურაძე. „პირველი არხი“. 26 დეკემბერი 2019.