ჯიმითის ღვთისმშობლის ეკლესია

ჯიმითის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში სასაფლაოზე განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (8,8 × 5,3 მეტრი), ნაგებია რიყის ქვით, გამოყენებულია კვადრატუული აგურიც. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი თაღოვანია და გარედან საფეხურით შეღრმავებულ სწორკუთხა არეშია ჩასმული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელშიც გაჭრილია დაბლი, თარაზულად გადახურული სარკმელი. ერთი სწორკუთხა სარკმელია დასავლეთ კედელშიც. საკურთხევლის იატაკი დარბაზის იატაკის მიმართ საფეხურითაა შემაღლებული და აფსიდის მხრების ხაზიდან დაახლოებით 2 მეტრით წინ წამოწეულია. საკურთხევლის შუაში დგას ოთხწახნაგა ტრაპეზი. აფსიდის თაღი ოდნავ შეისრული ფრომისაა. მსგავის ფორმისაა კამარაც.

გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილში ერთმანეთის მოპირდაპირედ, თითო მცირე ზომის ოთხკუთხა ნიშაა. სამხრეთ კედლის შუაში განიერი და მაღალი, ოდნავ შემაღლებული სწორკუთხა არეა, რომელიც იატაკის დონიდან იწყება. კამარა სხმულია და გრძივ კედლებს ეყრდნობა. ეკლესიის დასავლეთ ფასადზე, სარკმლის ზემოთ, სწორკუთხა ნიშაა. ლავგარდანი თაროსებრია, ეკლესია გადახურულია კრამიტით.

ლიტერატურა რედაქტირება