ჯია მარი კარანჯი (ინგლ. Gia Marie Carangi; დ. 29 იანვარი, 1960, ფილადელფია, პენსილვანია, აშშ — გ. 18 ნოემბერი, 1986, იქვე) — ამერიკელი ფოტომოდელი, ითვლება ერთ-ერთ პირველ სუპერმოდელად.

ჯია მარი კარანჯი
Gia Marie Carangi
ჯია კარანჯი კოსმოპოლიტენის გარეკანზე, 1979
ჯია კარანჯი კოსმოპოლიტენის გარეკანზე, 1979
ფსევდონიმი ჯია
ნამდვილი სახელი ჯია მარი კარანჯი
დაბ. თარიღი 29 იანვარი, 1960
დაბ. ადგილი ფილადელფია, პენსილვანია, აშშ
გარდ. თარიღი 18 ნოემბერი, 1986
(ასაკი 26)
სიმაღლე 176 სმ
წონა 53 კგ
მკერდი 86,5 სმ
წელი 61 სმ
თეძო 89 სმ
თმის ფერი წაბლისფერი
თვალები ყავისფერი
ეროვნება იტალიელი
http://gia-carangi.home.comcast.net/~gia-carangi/

იყო 1980-იანი წლების სუპერმოდელების კლაუდია შიფერისა და სინდი კროუფორდის წინამორბედი. კარანჯი არაერთხელ ხდებოდა ისეთი მოდური ჟურნალების ყდებზე, როგორებიცაა ამერიკული „Vogue“, 1979 აპრილი; ფრანგული „Vogue“, 1979 აპრილი; ამერიკული „Vogue“, 1980 აგვისტო; პარიზის „Vogue“, 1980 აგვისტო; იტალიური „Vogue“, 1981 იანვარი; „Cosmopolitan“-ის რამდენიმე ყდა 1979–1982 წლებში.

ის იყო ერთ-ერთი პირველი ცნობილი ამერიკელი ქალი, რომლის გარდაცვალების მიზეზად დასახელდა შიდსი. 26 წლის ჯია კარანჯი გარდაიცვალა მშობლიურ ქალაქში 1986 წლის 18 ნოემბერს შიდსთან მძიმე ბრძოლის შემდეგ.

დიდი წვლილი შეიტანა მაღალ მოდაში. ჯია იყო ერთ-ერთი პირველი შავგრემანვი მოდელი, რომელიც მოდური ჟურნალების ყდებზე გამოჩნდა. პრესამ სინდი კროუფორდის, მსგავსების გამო, ზედმეტსახელად „Baby Gia“ დაარქვა. ჯია კარანჯის ისტორია საფუძვლად დაედო ბიოგრაფიულ ფილმს „ჯია“, რომელშიც მთავარ როლს ანჯელინა ჯოლი ასრულებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება