ჯვრის დაღმართი — ტოპონიმი გაჩნდა XIX საუკუნეში. 1900 წლის მაგიდის კალენდარზე დართულ თბილისის ქუჩების სიაში შეტანილია ჯვრის ქუჩა, ჯვრის დაღმართი და ჯვრის ხიდი. ჯვრის ქუჩა ერქვა ოლღას (ახლანდელი მერაბ კოსტავას ქუჩის) მონაკვეთს, ჯვრის ხიდი – მდინარე ვერეზე გადებულ ძველ ხიდს, ხოლო დაღმართი — აბრეშუმის საქსოვ ფაბრიკასთან არსებულ დაღმართს. სახელწოდება უკავშირდება ამ დაღმართზე 1846 წელს აღმართულ თუჯის ჯვარს, რომელზეც გამოსახული იყო „ყოვლისა მხედველი თვალი“. 1837 წელს თბილისიდან რუსეთში მიმავალი ნიკოლოზ I-ის ეტლი გადაბრუნდა, იმპერატორი სასწაულად გადარჩა და ჯვარი ამ ფაქტის აღსანიშნავად აღიმართა. შემდეგ საგანგებოდ გაიყვანეს გზა, რომელიც მცხეთაში მიმავალ გზას გამოეყოფოდა და დაღმართის მარჯვენა მხარეს აღმართულ ჯვარს ჩაუვლიდა. XX საუკუნის 20–იან წლებში ჯვარი აიღეს. ქუჩა გასწორდა, ამაღლდა და პირდაპირ დაუკავშირდა საქართველოს სამხრეთ გზას.

ჯვრის დაღმართი
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
წინა სახელები ჯვრის ქუჩა, ჯვრის დაღმართი, ჯვრის ხიდი.

ლიტერატურა

რედაქტირება