ჯვარისებრი ნაღველა

ჯვარისებრი ნაღველა (ლათ. Gentiana cruciata) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. სიმაღლე 20-50 სმ, აქვს რამდენიმე აღმავალი ღერო, ფოთლები – კვერცხისებურ-ლანცეტა, კიდეებზე ხორკლიანი, ყვავილები ზედა ფოთლების იღლიებშია განლაგებული. გვირგვინი ლურჯია, ღია ფერის მილით. იზრდება მთის ქვედა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე ტყისპირებში, ბუჩქნარებსა და ნატყევარ ადგილებში. საქართველოში გავრცელებულია ყველა რეგიონში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, ევროპას, ციმბირსა და ცენტრალურ აზიას.

ჯვარისებრნი ნაღველა
Gentianaceae - Gentiana cruciata-4.JPG
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Gentianales
ოჯახი:  ნაღველასებრნი
გვარი:  ნაღველა
სახეობა:  ჯვარისებრი ნაღველა
ლათინური სახელი
Gentiana cruciata L.

გალერეარედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება