ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯერენ მორაი (თურქ. Ceren Moray; დ. 5 ივნისი, 1985, დიარბაქირი, თურქეთი) — თურქი მსახიობი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჯერენ მორაი დაიბადა 1985 წლის 5 ივნისს, დიარბაქირში, თურქეთში. მორაი ბავშვობიდანვე ოცნებობდა მსახიობობაზე. სკოლის დამთავრების შემდეგ მან „Haliç“-ის უნივერსიტეტში ჩააბარა. ასევე სწავლობდა უნივერსიტეტის თეატრალურ განყოფილებაზე. მისი სამსახიობო დებიუტი 2003 წელს შედგა სერიალში „ბოლო ამოსუნთქვამდე“ . აქ ის ისეთ ცნობილ მსახიობებთან ერთად თამაშობდა, როგორებიც არიან: სალიჰ გუნეი, მუჯე არი და ნურსე იდიზი.

2004 წელს მსახიობი ახალ ტელესერიალში „ბიძია“ გადაიღეს. 2005 წელს კი მინი-სერიალში „მძიმედ სუნთქვა“ , სადაც მასთან ერთად მონაწილეობენ მსახიობები: სინემ ქობალი და ჰაქან ურალი. ჯერენმა ამ სერიალში საკუთარი სიმღერა შეასრულა. მსახიობმა პოპულარობა სერიალით „ეილულის პატარა პრობლემა“ — მოიპოვა, მაგრამ კრიტიკოსებისგან ყველაზე მაღალი შეფასება მან გახმაურებულ სერიალში - „მოპარული ცხოვრება", ეფსუნის როლის შესრულებისთვის დაიმსახურა. ეფსუნი არის ამბიციური გოგონა, რომელიც ყველაფერს აფუჭებს, ეჯიბრება თავის დას, თუმცა თავის და მაინც უყვარს, იგი სერიალის ბოლოს კეთილი პერსონაჟი ხდება. როგორც ერთ-ერთმა კრიტიკოსმა განაცხადა: „არათუ თურქულ კინემატოგრაფში, არამედ მსოფლიო კინოშიც ცოტა თუა ისეთი მსახიობი, რომელსაც ასე ღრმად შეეძლოს ადამიანის შურიანი და ბოროტი ბუნების დამაჯერებლად გადმოცემაო“.

არაბეთის გაერთიანებული საამიროების MBC4 ტელეარხის პროგრამას „Türki Extra“, მსახიობმა ინტერვიუ მისცა და აღნიშნა, რომ 10 წელია, რაც ვეგეტერიანელი გახდა და სერიალ „თავქარიანის“ ბოლო სეზონის გადაღების პროცესში მან 39 კგ დაიკლო. „მე ვტიროდი, რადგან არ შემეძლო არც ერთი ჩემი კაბის ჩაცმა. წავედი ისევ ექიმთან. დავიწყე ბევრი საჭმლის მიღება, რათა წონაში მომემატებინა. ძილის წინ ფქვილეულის საზიზღარ ცხელ კერძს ვჭამდი"... როგორც იქნა მოვიმატე და ჩემს ძველ წონას დავუბრუნდი" - განაცხადა მან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯერენ_მორაი“-დან