ჯენი შიფლი
ჯენი შიფლი (ინგლ. Jennifer Mary Shipley, დ. 4 თებერვალი, 1952) — ახალი ზელანდიის პოლიტიკური მოღვაწე, ზედიზედ ხუთი მოწვევის პარლამენტის წევრი, პრემიერ-მინისტრი 1997-1999 წლებში. ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი.
ჯენი შიფლი | |
ახალი ზელანდიის მე-36 პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
8 დეკემბერი, 1997 – 10 დეკემბერი, 1999 | |
წინამორბედი | ჯიმ ბოლჯერი |
მემკვიდრე | ელენ კლარკი |
დაბადებული | 4 თებერვალი, 1952 გორი, ახალი ზელანდია |
პოლიტიკური პარტია | ეროვნული პარტია |
მეუღლე | ბარტონ შიფლი |
შვილები | ანა და ბენი |
განათლება | კრაისტჩერჩის კოლეჯი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული პერიოდი
რედაქტირებაჯენი რობსონმა ბლენჰაიმის გოგონათა სკოლაში მიიღო დაწყებითი განათლება, 1971 წელს კი დაამთავრა კრაისტჩერჩის კოლეჯი. მომდევნო ხუთი წლის განმავლონაში იგი დაწყებით სკოლებში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა.
დაქორწინების შემდეგ მან მეუღლის გვარი მიიღო და ეშბარტონში დაფუძნდა, სადაც საქმიანობდა საგანმანათლებლო და ბავშვთა სფეროში.
1975 წელს შიფლი გაწევრიანდა "ეროვნულ პარტიაში", რითაც პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო. პარლამენტის დეპუტატი ეშბარტონის ოლქიდან იგი გახდა 35 წლის ასაკში, რითაც ხალხის ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა რჩეულს წარმოადგენდა.
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირება1990 წელს არჩევნებზე მმართველმა ლეიბორისტულმა პარტიამ მარცხი განიცადა, ხელისუფლებაში მოსულმა ეროვნულმა პარტიამ კი შიფლი სოციალურ და ქალთა საქმეების მინისტრად წარადგინა. სამი წლის შემდეგ იგი ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი გახდა. მოგვიანებით ის კურირებდა ტრანსპორტის და სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიების საქმეებს.
შიფლი ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი გახდა, ვინც პრემიერ-მინისტრის სავარძელი დაიკავა და, ამასთან, ერთადერთი ქალია, ვინც "ეროვნული პარტიის" თავმჯდომარედ იქნა არჩეული.
1997 წლის 8 დეკემბერს შიდაპარტიული ამბოხის შედეგად თანამდებობა დატოვა პრემიერ-მინისტრმა ჯიმ ბოლჯერმა, რომელიც ჯენი შიფლმა ჩაანაცვლა.
მყიფე კოალიცია რვა თვის განმავლობაში ფუნქციონირებდა, თუმცა სხვა პარტნიორებთან წარმატებული მოლაპარაკებების წყალობით ვადამდელი არჩევნების დანიშვნა საჭირო აღარ წარმოიშვა. შიფლიმ მხარი დაუჭირა ქვეყნის დროშის შეცვლის იდეას, მაგრამ რესპუბლიკად გამოცხადების წინადადება არ გაიზიარა. [1] მისი მმართველობის დროს ალკოჰოლის მომხმარებლის ქვედა ზღვარი 20-დან 18 წლამდე შემცირდა. ამომრჩევლის დამატებითი მასის მიმხრობის მიზნით, შიფლი პირველი პრემიერი გახდა, ვინც მონაწილეობა მიიღო ლგბტ აღლუმში.
1999 წლის 27 ნოემბრის არჩევნებში წარმატების შემთხვევაში ჯენი შიფლი პირველი ქალი-პოლიტიკოსი გახდებოდა, რომელიც პოლიტიკურ პარტიას მოაგებინებდა, თუმცა მძაფრი კონკურენციის პირობებში ეს პატივი ლიბერალური პარტიის თავმჯდომარეს ელენ კლარკს ერგო. მარცხის შემდეგ შიფლი საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის ლიდერი იყო 2001 წლის ოქტომბრამდე, როცა მან პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.[2]
გადადგომის შემდეგ
რედაქტირებაჯენი შიფლი ბიზნესს დაუბრუნდა, მუშაობდა სხვადასხვა კომპანიის აღმასრულებელ საბჭოში, იყო აღმოსავლეთ აზიის საგანმანათლებლო ფორუმის მოწვევის ორგანიზატორი, ასევე გაწევრიანდა "მადრიდის კლუბში", რომელიც აერთიანებს ყოფილ პრეზიდენტებს და პრემიერ-მინისტრებს. [3]
2019 წელს სასამართლომ მას დააკისრა ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანია "მეინზილის" კრედიტორებითვის ექვსი მილიონი დოლარის გადახდა. შიფლი მის დირექტორად 2004 წლიდან მუშაობდა, 2013 წელს კი კომპანია გაკოტრდა, თუმცა ვერ შესძლო 110 მლნ დოლარის მოცულობის ვალის გადახდა, რომლის დიდი ნაწილი სხვადასხვა პროექტებში მონაწილე ქვეკონტრაქტორებს ეკუთვნოდათ. აღმოჩნდა, რომ ფირმა ფინანსური გარანტიების გარეშე რამდენიმე წლის მანძილზე აგრძელებდა საქმიანობას. [4]
ჯარიმის შემცირების მიზნით ოთხმა დირექტორმა განაჩენი გაასაჩივრა, მაგრამ უმაღლესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ის.[5]
ექს-პრემიერი ახალ ზელანდიაში "ჩინეთის სამშენებლო ბანკის" გამგეობის თავმჯდომარედ და ახალი ზელანდია-ჩინეთის საბჭოს აღმასრულებელი საბჭოს წევრად მუშაობდა, ვერდიქტის გამოტანის შემდეგ კი პოსტიდან გადადგა.[6]
არის მსოფლიოს ქალ ლიდერთა საბჭოს წევრი, თანამშრომლობს საქველმოქმედო და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან.
ოჯახური მდგომარეობა
რედაქტირებაბარტონ შიფლიზე დაქორწინდა 1973 წელს, ჰყავს შვილები ანა და ბენი.[7]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Jenny Shipley nzhistory.govt.nz
- ↑ JENNY SHIPLEY (FIRST FEMALE PRIME MINISTER OF NEW ZEALAND) დაარქივებული 2020-12-14 საიტზე Wayback Machine. amazingwomenrock.com
- ↑ Speaker: Jenny Shipley apbspeakers.com
- ↑ Jenny Shipley must pay $6 million to Mainzeal creditors scoop.co.nz, 26 თებერვალი 2019
- ↑ Jenny Shipley, other Mainzeal directors lose appeal against $36m penalty newstalkzb.co.nz, 29 ივლისი 2019
- ↑ Dame Jenny Shipley steps down as director of China Construction Bank rnz.co.nz, 4 მარტი 2019
- ↑ Profile, Jenny Shipley დაარქივებული 2021-07-17 საიტზე Wayback Machine. sunsigns.org