ჯენი კარეზი
ჯენი კარეზი ( ბერძ. Τζένη Καρέζη ; ნამდვილი სახელი — ევგენია კარპუზი ; დ.12 იანვარი, 1932 — გ. 27 ივლისი, 1992 ) — ბერძენი თეატრისა და კინოს მსახიობი.[1]
ჯენი კარეზი | |
---|---|
მშობლიური სახელი | ბერძ. Τζένη Καρέζη |
დაბადების სახელი | ბერძ. Ευγενία Καρπούζη |
დაბადების თარიღი |
12 იანვარი, 1932 ათენი, საბერძნეთი |
გარდაცვალების თარიღი |
26 ივლისი, 1992 (60 წლის) ათენი, საბერძნეთი |
გარდაცვალების მიზეზი | სიმსივნე |
დაკრძალულია | ათენის პირველი სასაფლაო |
მოქალაქეობა | საბერძნეთი |
პროფესია | თეატრის და კინოს მსახიობი |
მეუღლე(ები) |
ზახოს ჰაძიფოტიუსი კოსტას კაზაკოსი |
შვილ(ებ)ი | კონსტანტინოსი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაევგენია კარპუზი დაიბადა ათენში 1932 წლის 12 იანვარს (ზოგიერთი წყაროს მიხედვით, 1932 ან 1936 წწ.). მისი მამა მათემატიკოსი იყო, დედა — სკოლის მასწავლებელი. ევგენია სწავლობდა კერძო ფრანგულ სკოლაში სალონიკში, შემდეგ კი — ათენში. გოგონა თავისუფლად დაეუფლა ფრანგული ენას. როდესაც ჯერ კიდევ მოზარდი იყო, მამამ ოჯახი მიატოვა და ევგენია დედასთან დარჩა.[2]
1951 წელს ჩაირიცხა საბერძნეთის ეროვნულ თეატრში, პარალელურად სწავლობდა თეატრალურ სკოლაში. მის პედაგოგებს შორის იყვნენ დრამატურგი ანჯელოს ტერზაკისი და რეჟისორი დიმიტრი რონტირისი. 1954 წელს დრამატული სკოლის დამთავრების შემდეგ, მაშინვე მიიწვიეს სპექტაკლებში სათამაშოდ, სადაც ძირითადად მთავარ როლებს ასრულებდა, ისეთ მსახიობებთან ერთად, როგორებიც იყვნენ ალექსის მინოტისი და კატინა პაქსინო.[3]
ჯენი კარეზის სასცენო დებიუტი შედგა მარიკა კოტოპულის თეატრში ფრანგულ კომედიაში La belle Heléne, სადაც დამწყები მსახიობი თამაშობდა მელინა მერკურისა და ვასილი დიამანტოპულოსთან ერთად. 1955 წელს კარესი კინო-კომედიაში Laterna, ftoheia kai filotimo სათამაშოდ მიიწვია რეჟისორმა ალეკოს საკელარიოსმა. ფილმს დიდი წარმატება ხვდა წილად. 1957 წელს გამოვიდა ამ ფილმის გაგრძელება, Laterna, ftoheia kai garyfallo, რომელმაც ასევე დიდი მოწონება დაიმსახურა.[4]
ჯენი კარეზის კარიერამ პიკს მიაღწია 1960-იან წლებში. ამ პერიოდში (1961 წელს) მსახიობი უკვე საკუთარ თეატრალურ კომპანიას ჩაუდგა სათავეში. ამავე დროს მონაწილეობა მიიღო არაერთ ფილმში. ბევრი მათგანი ახლა ბერძნული კინოს კლასიკად ითვლება. მათგან აღსანიშნავია: „ლოლა“ (1964), „ჩემი შეშლილი ოჯახი“ (1965), „ჯენი - ჯენი“ (1966) და „კონცერტი ტყვიამფრქვევისთვის“ (1967). მსახიობს ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა „წითელ ფარნებში“ (1963) შესრულებულმა როლმა, რომელიც ნომინირებული იყო ოსკარის ნომინაციაზე, როგორც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.[5]
ჯენი კარეზის ბოლო ფილმი იყო „ლისისტრატა“ (1972). მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, იგი გამოდიოდა პროდიუსერის და მსახიობის როლში. ითამაშა კლასიკურ თეატრალურ სპექტაკლებში: „ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?“, „მედეა და ელექტრა“. მსახიობი თეატრის სცენაზე ბოლოს 1990 წელს გამოჩნდა ლულა ანაგნოსტაკის სპექტაკლში „ბრილიანტები და ბლუზი“. შემდეგ იძულებული გახდა სცენა დაეტოვებინა მკერდის კიბოს გამო.
ჯენი კარეზი გარდაიცვალა 1992 წლის 26 ივლისს. საკუთარ სახლში სიმსივნით. ათასობით ადამიანი მოვიდა მასთან გამოსამშვიდობებლად. მსახიობი დაკრძალეს ათენის პირველ სასაფლაოზე.
1992 წელს ბერძენი მსახიობის ხსოვნის პატივსაცემად დაარსდა ჯენი კარეზის სახელობის ფონდი, რომლის მისიაა სიმსივნის და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების სამედიცინო და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და მდგომარეობის შემსუბუქება.
პირადი ცხოვრება
რედაქტირება1960-იანი წლების დასაწყისში კარეზი ცოლად გაჰყვა ჟურნალისტ ზახოს ჰაძიფოტიუზს, მაგრამ ქორწინება ორი წლის შემდეგ განქორწინებით დასრულდა. 1967 წელს, ფილმ "კონცერტი ტყვიამფრქვევისთვის" გადაღებისას, იგი შეხვდა კოსტას კაზაკოსს, რომელთანაც შეეძინა ვაჟი, კონსტანტინოსი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Some sources cite 1932.
- ↑ "Tzeni Karezi: Profile on the Greek Actress". Tree Pony. 21 March 2011. Retrieved 27 August 2016.
- ↑ http://www.kambanellis.gr/η-παναγία-των-δολαρίων/
- ↑ "(AWS)". Antiwar Songs. Retrieved 27 August 2016.
- ↑ Σολδάτος, Γιάννης (1991). Ιστορία του Ελληνικού Κινηματογράφου, τομ. Β. Αθήνα: Αιγόκερως. σελ. 101.(ბერძ.)