სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხუციშვილი.

ჯემალ ხუციშვილი (დ. 18 აპრილი, 1938, თელავი) — ქართველი მხატვარი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული მხატვარი (1984).

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
„პურის მცხობელები“, 1956, თელავის სურათების გალერეა.

სწავლობდა თბილისის ნ. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში 1955 წელს. 1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მისი მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: „თელავის პეიზაჟი“ (1954), „ნატურმორტი ქალამნებით“ (1955, ორივე მხატვრის კუთვნილებაა), „ნ. ფიროსმანაშვილი“ (1965, აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი), „ვაზო, შვილივით ნაზარდო“ (1975, საქართველოს სურათების გალერეა, თბილისი), „ხევსური გოგონა“ (1972, კერძო კუთვნილება, საფრანგეთი), „ძველი თბილისი“ (1969, კერძო კუთვნილება, იაპონია) და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება