ჯემალ რატიანი
ჯემალ რატიანი (დ. 1940, ფოთი, ხობის რაიონი) — ქართველი ბიოლოგი, მეცნიერი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1968 წელს დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი, 1969 წელს კი ჩაირიცხა საბჭოთა კავშირის ციმბირის განყოფილების მეცნიერებათა აკადემიის ციტოლოგიისა და გენეტიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში, გენეტიკის განხრით.
1976-2000 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტის, ხერხემლიან ცხოველთა გენეტიკისა და ეკოლოგიის განყოფილების გამგე იყო. 2006-2011 წლებში კი აკადემიის სტიპენდიატი. ასევე იყოსაქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გენეტიკოსთა და სელექციონერთა საზოგადოების ცხოველთ გენეტიკის სექციის თავმჯდომარე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენეტიკის ინსტიტუტის, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი იყო 2012 წლიდან. მისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ცხოველთა ბუნებრივ პოპულაციებში მიმდინარე გენეტიკური და ეკოლოგიური პროცესების ფუნდამენტალური საკითხების შესწავლა. შეიმუშავა ცხოველთა ჰიბრიდიზაციის გენეტიკური საფუძვლები, შეისწავლა ჰეტეროზისის გენეტიკური ბუნება და პრაქტიკული გამოყენების თავისებურებანი, სახეობის მიხედვით ცხოველთა იმუნოგენეტიკური პარამეტრები და ორგანიზმის დონეზე მათი შესაძლო კორელაცია ჯანმრთელობასა და პროდუქტიულობაზე. აღნიშნულ საკითხებზე მას ადგილობრივ და საზღვარგარეთის სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 120-მდე ნაშრომი და მრავალი პოპულარული სტატია. მიღებული აქვს სახელმწიფო მედალი მეცნიერების მიღწევების წარმოებაში დანერგვისათვის.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ჰეტეროზისის გენეტიკური ბუნება, თბ., მეცნიერება, 1984, გვ. 64
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ: ირინა ჯაფარიძე, თბ., 2012, გვ. 118