ჯეკი კოლინზი
ჟაკლინ ჯილ კოლინზი (ინგლ.Jacqueline Jill Collins1937 წლის 4 ოქტომბერი, ლონდონი - 2015 წლის 19 სექტემბერი, ბევერლი ჰილსი) ფართო საზოგადოებისათვის ცნობილია როგორც ჯეკი კოლინზი ინგლ. Jackie Collins) — ბრიტანელი და ამერიკელი მწერალი, მსახიობ ჯოან კოლინზის და. [1]
ჯეკი კოლინზი | |
---|---|
ჯეკი კოლინზი 2009 | |
დაბადების სახელი | ჟაკლინ ჯილ კოლინზი |
დაბადების თარიღი |
4 ოქტომბერი, 1937 ლონდონი, დიდი ბრიტანეთი |
გარდაცვალების თარიღი |
19 სექტემბერი, 2015 (77 წლის) ბევერლი ჰილზი, აშშ |
მოქალაქეობა | დიდი ბრიტანეთი |
ქვეშევრდომობა | აშშ |
პროფესია | მწერალი |
აქტიური | 1968 -2015 |
ჯილდოები | ბრიტანეთის იმპერიის ორდენი |
საიტი | [[1]] |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჯეკი კოლინზი დაიბადა ცეკვის მასწავლებლისა და ღამის კლუბების მფლობელის ელზა ბესტანისა (1906-1962), და თეატრის აგენტ ჯოზეფ უილიამ კოლინზის (1902-1988) ოჯახში. მამა წარმოშობით ებრაელი იყო პორტ- ელიზაბეთიდან, რომლის მშობლები ლონდონიდან სამხრეთ აფრიკაში გადასახლდნენ. ხოლო დედა - ინგლისელი, ანგლიკანური სარწმუნოების მიმდევარი. ჯეკის გარდა მშობლბს ჰყავდა უფროსი ქალიშვილი ცნობილი მსახიობი ჯოან კოლინზი (დ. 1933) და ვაჟიშვილი - ბილი (1946).[2][3]
15 წლის ასაკში ჯეკი სკოლიდან გარიცხეს. თავის უფროს დასთან ერთად იგი ჰოლივუდში გაემგზავრა. ამ პერიოდში მას ჰქონდა მოკლე, მაგრამ მგზნებარე რომანი ახალგაზრდა მსახიობ, მარლონ ბრანდოსთან. 1950-იან წლებიდან ჯეკი კოლინზს ფილმებში იღებდნენ. მან მონაწილეობა მიიღო ITC Entertainment- ის მინი-სერიალში „საიდუმლო აგენტი“ და“წმინდანი“, მაგრამ მალე დატოვა კინოინდუსტრია. 1960-იანი წლების დასაწყისიდან სიცოცხლის ბოლომდე იგი ცხოვრობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა.[4][5]
ჯეკი კოლინზი გარდაიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებში მკერდის კიბოთი. გარდაცვალებამდე მხოლოდ ცხრა დღით ადრე, მან მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო შოუ- პროგრამაში ლონდონში.[6][7]
ლიტერატურული კარიერა
რედაქტირებაჯეკი კოლინზის პირველი რომანი „მსოფლიო სავსეა დაქორწინებული მამაკაცებით“ გამოქვეყნდა 1968 წელს. მწერალმა ბარბარა კარტლენდმა რომანს საზიზღარი, ბინძური და ამაზრზენი უწოდა[8]. მისი გაყიდვა აიკრძალა ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკაში.[9] ამასთან, წიგნის ირგვლივ განვითარებულმა სკანდალმა ხელი შეუწყო გაყიდვების ზრდას აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. მეორე რომანი, The Stud, გამოიცა 1969 წელს და ბესტსელერების სიებში შევიდა. 1971 წელს მოჰყვა ჯეკი კოლინზის მესამე რომანი „ჰოლივუდის ზოოპარკი“, რომელიც ასევე ბესტსელერი გახდა.[10][11]
1974 წელს გამოიცა რომანი "მკვლელი საყვარლები". იგი მწერლის პირველი ნაწარმოები იყო ორგანიზებული დანაშაულის სამყაროზე - ეს ჟანრი, შემდეგში მისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.[12]
1978 წელს ჯეკი კოლინზმა თანაავტორობით დაწერა სცენარი რომანის The Stud -ის ეკრანიზაციისათვის. ფილმში მთავარი როლი მისმა დამ ჯოან კოლინზმა შეასრულა. პირველი წარმატებული მცდელობის შემდეგ, ჯეკი კოლინზმა კიდევ რამდენიმე სცენარი დაწერა თავისი წიგნების მიხედვით.
1980-იან წლებში კოლინზი და მისი ოჯახი ლოს-ანჯელესში სამუდამოდ გადასახლდა. მისი შემდეგი რომანი „ შანსები“ გამოქვეყნდა 1981 წელს. მომდევნო რომანმა „ჰოლივუდელი ცოლები“ (1983) The New York Times- ის ბესტსელერების სიაში პირველი ადგილი დაიკავა და 15 მილიონიონიანი ტირაჟით გაიყიდა მსოფლიოში.
ოჯახი
რედაქტირება1959 წელს ჯეკი კოლინზი ცოლად გაჰყვა უოლეს ოსტინს. მათი ქორწინება ოთხნახევარი წელი გაგრძელა.ამ ქორწინებიდან ჯეკის ჰყავს ქალიშვილი ტრეისი (დაიბადა 1961 წელს). 1966 წელს მან იქორწინა ღამის კლუბის მეპატრონე ოსკარ ლერმანზე. კოლინზს და ლერმანს სამი ქალიშვილი ჰყავთ: ტრეისი ლერმანი, ტიფანი ლერმანი (1967) და რორი ლერმანი (1969).[13] ოსკარ ლერმანი გარდაიცვალა 1992 წელს კიბოთი. ჯეკიმ ამ დროს დაწერა და მოამზადა რომანების კიდევ ერთი სერია „ლედი ბოსი“. 1994 წელს კოლინზი დაინიშნა ფრენკ კალკანინზე, რომელიც გარდაიცვალა 1998 წელს თავის ტვინის შეშუპებით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ "Birthdays". The Guardian. London. 4 October 2006. p. 33.
- ↑ "Dishing dirt with Jackie Collins, who says her novels pale before real life", Chicago Tribune, 20 July 2001.
- ↑ "Joe Collins, 85, actors agent, father of actress and novelist". The Atlanta Journal and The Atlanta Constitution. 2 April 1988. Retrieved 20 September 2015.
- ↑ Leadbetter, Russell (17 October 2007). "10 things about Jackie Collins". The Evening Times. Glasgow. p. 27
- ↑ Buchanan, Kathy (24 June 2007). "In my own words – Jackie Collins". The Sunday Telegraph Magazine. Sydney. p. 13.
- ↑ Jackie Collins died at age 77 after secret battle with breast cancer, DailyMail.co.uk; accessed 20 September 2015.
- ↑ Jackie Collins Has Died, people.com; accessed 20 September 2015.
- ↑ Butler, Dianne (19 May 2007). "Enduring star". The Courier Mail. Brisbane. p. M27.
- ↑ "The World Is Full of Married Men (1980)". The New York Times. Retrieved 20 September 2015.
- ↑ Roberts, Oliver (18 November 2007). "Mistress of fiction". The Sunday Times. Johannesburg. p. 16.
- ↑ Hamilton, Geoff; Jones, Brian. Encyclopedia of American Popular Fiction, Facts on File — Infobase Learning, (2013) e-book
- ↑ "Crime books". Red Button Discounts. Archived from the original on 7 March 2012. Retrieved 20 September2015.
- ↑ Babitz, Eve (2019). "Jackie's Kids". I Used To Be Charming. New York: New York Review of Books. p. 336. ISBN 9781681373799.