ჯეინ რასელი
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
ჯეინ რასელი (ინგლ. Jane Russell; დ. 21 ივნისი, 1921 — გ. 28 თებერვალი, 2011) — ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და მოდელი. ცნობილია როგორც ჰოლივუდის ერთ-ერთი წამყვანი სექს-სიმბოლო 1940-იან და 1950-იან წლებში.
ჯეინ რასელი | |
---|---|
ჯეინ რასელი - 1945 წ. | |
დაბადების სახელი | ერნესტინ ჯეინ ჯერალდინ რასელი |
დაბადების თარიღი |
21 ივნისი, 1921 ბემიჯი,აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
28 თებერვალი, 2011 (89 წლის) სანტა მარია, სანტა ბარბარა, კალიფორნია, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მსახიობი, მოდელი |
ხელმოწერა |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჯეინ რასელი დაიბადა ბემიჯიში, მინესოტა.[1] ხუთი შვილიდან უფროსი იყო. მამა აშშ-ს არმიის უფროსი ლეიტენანტი- როი უილიამ რასელი, ხოლო დედა - ჯერალდინ ჯეკობი-ყოფილი მსახიობი.[2] მამამისის პენსიაზე გასვლის შემდეგ, ოჯახი გადავიდა კალიფორნიაში, ქალაქ ბურბანკში. ახალგაზრდობაში, დედის დაჟინებული მოთხოვნით, სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას; ის ასევე მონაწილეობდა სკოლის დრამატულ წრეში.
სკოლის დამთავრების შემდეგ ჯეინს სურდა დიზაინი შეესწავლა, მაგრამ 1936 წელს მამამისის მოულოდნელმა გარდაცვალებამ მისი გეგმები შეცვალა.მან მდივნად დაიწყო მუშაობა, დედას რომ დახმარებოდა ოჯახის შენახვაში. მიუხედავად ამისა, ჯერალდინს სურდა, რომ ქალიშვილი მსახიობი გამოსულიყო და დაჟინებით მოითხოვდა გაეუმჯობესებინა სამსახიობო უნარები. შემდეგ ჯეინ რასელი დარეგისტრირდა თეატრალურ კურსებზე რეჟისორ მაქს რაინჰარტთან. ის ასევე სწავლობდა დრამატულ სკოლაში მარია უსპენსკაიასთან, რის შემდეგაც, 1940 წელს შვიდი წლის კონტრაქტი გააფორმა მილიონერ ჰოვარდ ჰიუზთან.
ჰოვარდ ჰიუზი თვლიდა, რომ რასელს შეეძლო სერიოზულად შეჯიბრებოდა ეპოქის აღიარებულ სექს სიმბოლოებს - რიტა ჰეივორთს და ლანა ტერნერს. ის არ ცდებოდა თავის გათვლებში. პირველი ვესტერნი ჯეინის მონაწილეობით - "კანონგარეშე" , რომელიც ფართო ეკრანებზე 1943 წელს გამოვიდა, წარმატებული გამოდგა. მას მოჰყვა სხვა ფილმები, მათ შორის მიუზიკლი „ფრანგული ხაზი“ (1954).[3][4]
ამასობაში, თავად მსახიობი, როგორც იგი 1985 წლის ავტობიოგრაფიაში წერდა, უფრო დახვეწილ როლებზე ოცნებობდა. მისი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ნამუშევარი კომედიურ ჟანრში იყო "ჯენტლმენებს ირჩევენ ქერებს" (1953), სადაც მას პარტნიორობას უწევდა მომდევნო თაობის სექს სიმბოლო - მერლინ მონრო.[5][6][7]
1970-იანი წლებში კინოდან წასვლის შემდეგ, ჯეინ რასელმა გააგრძელა სამსახიობო კარიერა თეატრის სცენაზე. ასევე მონაწილეობას ღებულობდა ფონდის საქმიანობაში ბავშვების გამარტივებული წესით შვილად აყვანასთან დაკავშირებით, ვინაიდან ის პირადად გადააწყდა პრობლემას ამ მიმართულებით.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებამსახიობი სამჯერ იყო დაქორწინებული. თავის პირველ მეუღლესთან, ამერიკელ ფეხბურთელ, ბობ უოტერფილდთან ოცდახუთი წელი იცხოვრა.[8] ჯეინი ჯერ კიდევ მაშინ დაფეხმძიმდა, როდესაც დანიშნულები იყვნენ. გოგონა სკოლას ამთავრებდა. საქმროს დაჟინებული მოთხოვნით ის იძულებული გახდა, ბავშვი მოეცილებინა. ამის შემდეგ შვილი აღარ შეეძინა. წყვილმა სამი ბავშვი იშვილა: ორი ბიჭი და ერთი გოგონა.
რასელს შვილად აყვანის დროს მრავალი სირთულე შეექმნა და 1955 წელს დააფუძნა საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ეხმარებოდა მსგავს სიტუაციებში მყოფ ადამიანებს. მეორე მეუღლესთან, მსახიობ როჯერ ბარეტთან ერთად, მხოლოდ ერთი წელი იცხოვრა. 1968 წელს ბარეტი მოულოდნელად გარდაიცვალა. მესამე ქმარი გახლდათ უძრავი ქონების აგენტი - ჯონ კალვინ პიპლესი. წყვილმა 25 წელი იცხოვრა ერთად. 1999 წელს ჯონ კალვინი გულის უკმარისობით გარდაიცვალა.
ჯეინ რასელი გარდაიცვალა სანტა მარიაში (სანტა-ბარბარა,) 89 წლის ასაკში სუნთქვის უკმარისობით 2011 წლის 28 თებერვალს.[9][10]
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | სახელწოდება | სახელწოდება ორიგინალში | როლი | |
1943 | ფ | კანონგარეშე | The Outlaw | რიო მაკდონალდი |
1946 | ფ | ახალგაზრდა ქვრივი | Young Widow | ჯონ კენვუდი |
1948 | ფ | ფერმკრთალი | The Paleface | ჯეინი |
1951 | ფ | მისი ოცნების ქალი | His Kind of Woman | ლენორ ბრენტი |
1951 | ფ | ორმაგი დინამიტი | Double Dynamite | მილდრედ „მიბს“ გუდხიუ |
1952 | ფ | ლას-ვეგასის ისტორია | The Las Vegas Story | ლინდა როლინსი |
1952 | ფ | მაკაო | Macao | ჯული ბენსონი |
1952 | ფ | ფერმკრთალის ვაჟიშვილი | Son of Paleface | მაიკ დეპროი |
1952 | ფ | მონტანა ბელი | Montana Belle | ბელ სტარი |
1952 | ფ | გზა ბალისაკენ | Road to Bali | საკუთარი თავი |
1953 | ფ | ჯენლტმენები ამჯობინებენ ქერათმიანებს | Gentlemen Prefer Blondes | დოროთი შოუ |
1953 | ფ | ფრანგული რეისი | The French Line | მერი მეიმ კარსონი |
1955 | ფ | წყლის ქვეშ | Underwater! | ტერეზა გრეი |
1955 | ფ | ფოსფორის განათება | Foxfire | ამანდა ლოურენსი |
1955 | ფ | მაღალი მამაკაცები | The Tall Men | ნელა ტერნერი |
1955 | ფ | ჯენლტმენები ქორწინდებიან შავგვრემნებზე | Gentlemen Marry Brunettes | ბონი ჯონსი/მიმი ჯონსი |
1956 | ფ | ცხელი სისხლი | Hot Blood | ენი კალდაში |
1956 | ფ | მეიმი სტოუვერის აჯანყება | The Revolt of Mamie Stover | მეიმი სტოუვერი |
1957 | ფ | ფუმფულა ვარდისფერი ღამის სამოსი | The Fuzzy Pink Nightgown | ლორეპ სტივენსი |
1958 | ს | — | Colgate Theatre | მეგი მალოუნი |
1959 | ს | ვესტინგჰაუსი - დესილეს თეატრი | Westinghouse Desilu Playhouse | ლილი ტრეივერსი |
1959 | ს | ქალაქის სადღეგრძელო | Toast of the Town | მომღერალი |
1959—1963 | ს | რედ სკელტონის შოუ | The Red Skelton Show | კლარა ეპლბი III / ლილიან მარტინი |
1960 | ს | დღეები სიკვდილის ხეობაში | Death Valley Days | მერი ტეილორი |
1964 | ს | ბედი მონადირეა | Fate Is the Hunter | ჯეინ რასელი |
1966 | ფ | ჯონი რინო | Johnny Reno | ნონა უილიამსი |
1966 | ფ | ვაკო | Waco | ჯილ სტოუნი |
1967 | ფ | დაბადებულები დამარცხებულად | The Born Losers | მისის შორნი |
1970 | ფ | ქარვაზე უფრო მუქი | Darker Than Amber | ალაბამას ვეფხვი |
1970 | ფ | — | Cauliflower Cupids | ნაირა დილაურენტო |
1980 | ტფ | — | The Jackass Trail | - |
1984 | ფ | ყვითელი ვარდი | The Yellow Rose | როუზ ჰოლისტერი |
1986 | ს | მონადირე | Hunter | ევა ფონტეინი |
2009 | с | — | Ron Russell’s Set the Record Straight | სტუმარი |
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Jane Russell (1985). Jane Russell: My Path and Detours. New York, NY: Random House. ISBN 978-0-517-67208-2[მკვდარი ბმული].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Anita Gates (February 28, 2011). "Jane Russell, Sultry Star of 1940s and '50s, Dies at 89". New York Times. Retrieved April 28, 2011.
- ↑ Edmonton Journal, Jan. 21, 2016
- ↑ Kevin Roderick (February 28, 2011). "Jane Russell, movie sex symbol was 89".[მკვდარი ბმული] LA Observed. დაარქივებულია 28 აპრილს 2011.
- ↑ "Jane Russell profile". The Economist. March 12, 2011. p. 101.
- ↑ Duane Byrge (February 28, 2011). "'Gentlemen Prefer Blondes' Star Jane Russell DIes".[მკვდარი ბმული] The Hollywood Reporter. დაარქივებულია 28 აპრილი 2011.
- ↑ Glenn Lovell, Escape Artist: The Life and Films of John Sturges, University of Wisconsin Press, 2008 p117-124
- ↑ NEW MOVIE GROUP SIGNS WITH UNITED: Independent Unit Formed by Jane Russell and Husband to Produce Six Films By THOMAS M. PRYOR New York Times 8 Mar 1954: 22.
- ↑ Looking at Hollywood: Jane Russell, Bob Waterfield Form Own Picture Company Hopper, Hedda. Chicago Daily Tribune 17 Dec 1953: c10.
- ↑ The Death of Acterss Jane Russell
- ↑ Rogers, John (February 28, 2011) Jane Russell star of 40s and 50 s films dies at 89. Legacy.Com (Associated Press). Retrieved September 16, 2012.