ჯეიმზ უორდი

ბრიტანელი მეცნიერი და გეოლოგი
(გადამისამართდა გვერდიდან ჯეიმს უორდი)

ჯეიმზ მან უორდი (ინგლ. James Mann Wordie; დ. 26 აპრილი, 1889, გლაზგო — გ. 16 იანვარი, 1962, კემბრიჯი) — ბრიტანელი მეცნიერი, გეოლოგი, მკვლევარი, ერნესტ შეკლტონის საიმპერიო ტრანსარქტიკული ექსპედიციის, გრენლანდიის აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებსა და შპიცბერგენზე მოწყობილი მრავალი ექსპედიციის მონაწილე. სკოტის პოლარული კვლევების ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი. მრავალი სამეცნიერო საზოგადოების დამსახურებული წევრი.

ჯეიმზ უორდი
ინგლ. James Wordie
დაბ. თარიღი 26 აპრილი, 1889(1889-04-26)
დაბ. ადგილი გლაზგო
გარდ. თარიღი 16 იანვარი, 1962(1962-01-16) (72 წლის)
გარდ. ადგილი კემბრიჯი
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
 დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა მკვლევარი და გეოლოგი
მუშაობის ადგილი კემბრიჯის უნივერსიტეტი და Scott Polar Research Institute
ალმა-მატერი გლაზგოს უნივერსიტეტი, სენტ-ჯონის კოლეჯი და გლაზგოს აკადემია
ჯილდოები ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორი, დამფუძნებლის მედალი[1] , ჩარლზ დეილის სახელობის მედალი, რაინდი-ბაკალავრი, პოლარული მედალი, წმინდა ოლაფის ორდენი, ედინბურგის სამეფო საზოგადოების წევრი, შოტლანდიური გეოგრაფიული მედალი და W. S. Bruce Medal

ადრეული წლები

რედაქტირება

დაიბადა 1889 წლის 26 აპრილს გლაზგოში (შოტლანდია), ჯონ უორდისა და ჯეინ კეტრინ მარდის ოჯახში. დაამთავრა „გლაზგოს აკადემიის“ სახელით ცნობილი სკოლა. გეოლოგიის ბაკალავრის ხარისხი მიიღო გლაზგოს უნივერსიტეტში. შემდეგ გადავიდა კემბრიჯში მდებარე სენტ-ჯონსის კოლეჯში, სადაც სწავლასთან ერთად სამეცნიერო მოღვაწეობა დაიწყო. ამ პერიოდში დაუახლოვდა ფრენკ დებენჰემსა და რეიმონდ პრისტლისრობერტ სკოტის ბოლო ანტარქტიკული ექსპედიციის მეცნიერ-მონაწილეებს. ამ ორ მეცნიერთა ერთად მუშაობისას ჯეიმზ უორდის ექსპედიციებისა და სამეცნიერო აღმოჩენების მიმართ ინტერესი გაუღრმავდა და რეიმონდ პრისტლის რეკომენდაციით იგი შეკლტონმა თავის პირველ ექსპედიციაში ჩართო, როგორც სამეცნიერო შტატის ხელმძღვანელ-გეოლოგი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Farmer, B. H. (2004). "Wordie, Sir James Mann (1889–1962)", rev., Oxford Dictionary of National Biography: Oxford University Press. Accessed 8 September 2006 (subscription required).
  • Smith, Michael (2004). Polar Crusader: Sir James Wordie – Exploring the Arctic and Antarctic: Birlinn. ISBN 1-84158-292-1.
  1. Royal Geographical Society Gold Medal RecipientsRoyal Geographical Society, 2022.