ჯეიმს მაკ-ქუინი (ბიზნესმენი)
ჯეიმს უილიამ მაკ-ქუინი (დ. 15 აპრილი, 1866 - გ. 20 აპრილი, 1925) — ამერიკელი ბიზნესმენი. 1918 წლიდან 1925 წლამდე იყო Sloss-Sheffield Steel & Iron Company- ის პრეზიდენტი.
მაკ-ქუინი დაიბადა 1866 წლის 15 აპრილს სოსიეტი ჰილში, სამხრეთ კაროლინაში, ჯონ მაკქუინისა და სარა პიკენსის ოჯახში.[1] 1816 წლიდან მამამისი იყო კონგრესის წევრი და 1861 წლიდან 1865 წლამდე მსახურობდა კონფედერაციულ კონგრესში.[1] დედამისი, სარა პიკენსი იყო რევოლუციური ომის გმირისა და კონგრესის წევრის ენდრიუ პიკენსის შვილიშვილი.[1]
მაკქუინი გაიზარდა იუტაუში, ალაბამა[2] და ადრეული განათლება მიიღო კერძო სკოლებში ცნობილი პედაგოგების დანიელ კოლიერისა და ჯოზეფ ა. ტეილორის ქვეშ. 16 წლის ასაკში მან იუტაუს ბანკში კლერკად დაიწყო მუშაობა.[1] 1884 წელს მუშაობა დაიწყო Alabama Great South Railroad- ში და მსახურობდა აგენტად Eutaw-ში, Tuscaloosa-ში და ხაზის გასწვრივ სხვა პუნქტებში 1890 წლამდე, სანამ გადავიდა ბირმინგემში, ალაბამაში, სადაც მატარებლის დისპეტჩერის თანამდებობა დაიკავა.[1]
1891 წელს მან დაიწყო სამსახური Sloss-Sheffield Steel & Iron Company-ში - მაშინ Sloss Iron & Steel Company - ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრიული კომპანია იყო სამხრეთ შეერთებულ შტატებში.[1][3] მაკ-ქუინი სამსახურში სწრაფად დაწინაურდა და მაღალი რანგის თანამდებობასაც მალევე მიაღწია. 1897 წელს გახდა მდივანი და ხაზინადარი, ხოლო 1902 წელს გახდა ვიცე-პრეზიდენტი.[1] საბოლოოდ, 1918 წელს მაკ-ქუინი აირჩიეს კომპანიის პრეზიდენტად.[1] [3] როგორც სლოს-შეფილდის აღმასრულებელი დირექტორი, მაკ-ქუინმა დიდი ყურადღება დაუთმო კომპანიის კერძო საკუთრების განვითარებას.[1] ბევრი ობიექტი აშენდა ან გადაკეთდა მაკ-ქუინის დროს, მათ შორის კოქსის ღუმელები ჩრდილოეთ ბირმინგემში.[1] გარდაცვალებამდე მსახურობდა სლოს-შეფილდის პრეზიდენტად.
თავის პირად ცხოვრებაში მაკ-ქუინი იყო ბევრ სამოქალაქო და სოციალური კლუბის წევრი და მონაწილეობას ღებულობდა ბირმინგემის ბეისბოლის ასოციაციაში . მან 1990 წელს თავისი წილი ბირმინგემის ბარონებში მიჰყიდა რიკ ვუდვორდს. მაკ-ქუინმა ლიდია ედვარდსზე 1899 წლის 11 აპრილს იქორწინა და მათ შეეძინათ ორი შვილი (Giles E. და James W.).[1]
მაკქუინი გარდაიცვალა 1925 წლის 20 აპრილს ნიუ-იორკში მდებარე ვალდორფ ასტორიაში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 Daniel Decatur Moore (1922). Men of the South: A Work for the Newspaper Reference Library. Southern Biographical Association, გვ. 40.
- ↑ Armes, Ethel (1910). The story of coal and iron in Alabama. Birmingham, Alabama: Chamber of Commerce, გვ. 458–59. ISBN 9780722226865. OCLC 772845402.
- ↑ 3.0 3.1 „Men of the Iron Trade“. Iron Trade Review. 62 (8): 502. February 21, 1918. OCLC 6923459.