ჯეიმზ მაკ-გილი ბიუკენენი
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
ჯეიმზ მაკ-გილი ბიუკენენი უმცროსი (ინგლ. James McGill Buchanan Jr.) (დ. 3 ოქტომბერი, 1919 — გ. 9 იანვარი, 2013) — ამერიკელი ეკონომისტი, რომელიც ცნობილია თავისი ნამუშევრით საზოგადოებრივი არჩევანის თეორია [14] (თეორია შედის მის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებს შორის გორდონ ტალოკის თანაავტორობით თანხმობის კალკულაცია, 1962), რისთვისაც მან მიიღო 1986 წელს ნობელის პრემია ეკონომიკურ მეცნიერებებში. ბიუკენენის ნაშრომი არის კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს პოლიტიკოსთა და ბიუროკრატების თვითდაინტერესება მათ მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე. იგი იყო დამოუკიდებელი ინსტიტუტის, აგრეთვე ეკონომიკურ საქმეთა ინსტიტუტის მრჩეველთა საბჭოს წევრი, [15] მონტ პელერინის საზოგადოების წევრი (და გარკვეული დროით პრეზიდენტი), [16] კატოს ინსტიტუტისა და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორი. [17]
ბიოგრაფია
რედაქტირებაბიუკენენი დაიბადა ტენესის მურფესსბოროში, ჯეიმზისა და ლილას ოჯახში. ის ბიუკენენების უფროსი შვილი იყო, შოტლანდიელი-ირლანდიული წარმოშობის ოჯახიდან. იგი იყო ჯონ პ. ბიუკენენის შვილიშვილი, რომელიც იყო ტენესის გუბერნატორი 1890-იან წლებში. [18] სწავლობდა შუა ტენესის შტატის მასწავლებელთა კოლეჯში (1965 წლიდან ცნობილია როგორც შუა ტენესის სახელმწიფო უნივერსიტეტი), 1940 წელს ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და ფერმაში მუშაობდა. ბიუკენენმა დაასრულა მაგისტრატურა მეცნიერების მიმართულებით ტენესის უნივერსიტეტში 1941 წელს. იგი შეერთებული შტატების საზღვაო ძალებში მსახურობდა ადმირალ ჩესტერ ვ. ნიმიტის თანამშრომლობით ჰონოლულუს ომის დროს. ამ ომის დროს გაიცნო ენ ბაკკე, რომელთანაც იგი დაქორწინდა 1945 წლის 5 ოქტომბერს. ნორვეგიული წარმოშობის ენი მედდად მუშაობდა ჰავაიის სამხედრო ბაზაზე. იგი გარდაიცვალა 2005 წელს.
ბიუკენენი ახალგაზრდობაში საკუთარ თავს სოციალისტად მიიჩნევდა და არაფერი იცოდა ჩიკაგოს უნივერსიტეტის ეკონომიკაში ძლიერ ბაზარზე ორიენტირებული მიდგომის შესახებ. იქ სწავლის დაწყების შემდეგ, ის გადაიქცა „საბაზრო წესრიგის გულმოდგინე ადვოკატად“. [19] ბიუკენენმა მიიღო დოქტორის ხარისხი ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან 1948 წელს და მოამზადა დისერტაცია თემაზე: „ფისკალური თანასწორობა ფედერალურ სახელმწიფოში“.
ბიუკენენის თავდაპირველ პოლიტიკური და ეკონომიკური შეხედულებები მძაფრად სოციალისტური იყო და განმტკიცებული იყო მისი საზღვაო ძალებში გატარებული ცხოვრების სტილით. [20]მისი იდეოლოგია არ შეცვლილა ჩიკაგოს უნივერსიტეტში ჩაბარებამდე შემდეგ მან დაიწყო თავისუფალი ბაზრის სისტემის ადვოკატირება.
კარიერა
რედაქტირებაბიუკენენმა დააარსა ვირჯინიის პოლიტიკური ეკონომიკის ახალი სკოლა.
ის ასწავლიდა ვირჯინიის უნივერსიტეტში 1956–1968 წლებში, სადაც მან დააარსა თომას ჯეფერსონის ცენტრი პოლიტიკური ეკონომიკის საკითხებში. 1955-1956 წლებში იყო ფულბრაიტის სტიპენდიატი იტალიაში.
ის ასწავლიდა კალიფორნიის უნივერსიტეტში 1968–1969 წლებში, შემდეგ იყო ვირჯინიის ტექნიკურ უნივერსიტეტში 1969–1983 წლებში, სადაც მან მიიღო ეკონომიკის დამსახურებული პროფესორის წოდება და დააარსა საზოგადოებრივი არჩევანის შესწავლის ცენტრი (CSPC). 1983 წელს ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელ დენიელ მ. ორთან დაპირისპირების ნიადაგზე გადადგა და ბიუკენენმა განაგრძო მოღვაწეობა ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში, [21] სადაც საბოლოოდ გადადგა ემერიტუსის სტატუსით.
ის ასევე ასწავლიდა ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1951-1956) და ტენესის უნივერსიტეტში.
1969 წელს ბიუკენენი გახდა საზოგადოებრივი არჩევანის კვლევის ცენტრის პირველი დირექტორი. იყო სამხრეთ ეკონომიკური ასოციაციის პრეზიდენტი 1963 წელს და დასავლეთის ეკონომიკური ასოციაციის 1983 და 1984 წლებში, ხოლო, ამერიკის ეკონომიკური ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი 1971 წელს.
1988 წელს, ბიუკენენი პირველად დაბრუნდა ჰავაიში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ჩაატარა ლექციათა სერიები, რომლებიც მოგვიანებით გამოქვეყნდა უნივერსიტეტის პრესის მიერ.
პირადი ცხოვრება და სიკვდილი
რედაქტირებაბიუკენენი გარდაიცვალა 2013 წლის 9 იანვარს, ბლენდსბურგში, ვირჯინია, 93 წლის ასაკში. მას და მის მეუღლეს შვილები არ ჰყავდათ, მაგრამ ახლო ოჯახური კავშირი ჰქონდათ დებსა და ძმისშვილებთან.
ჯილდოები
რედაქტირება- 1986: ნობელის პრემია ეკონომიკურ მეცნიერებებში „სახელშეკრულებო და საკონსტიტუციო ბაზების შემუშავებისთვის ეკონომიკური და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების თეორიაში“
- 2001: საპატიო დოქტორის ხარისხი ფრანსისკო მაროკინის უნივერსიტეტიდან, გვატემალაში, გვატემალა, ეკონომიკაში შეტანილი წვლილისთვის [22]
- 2006: ეროვნული ჰუმანიტარული მედალი.
საზოგადოებრივი არჩევანის თეორია
რედაქტირებაჯეიმზ ბიუკენენი ითვლება საზოგადოებრივი არჩევანის თეორიის არქიტექტორად. მისი არჩევანი საზოგადოებრივი არჩევანის ფარგლებში 1986 წელს მიიღო ნობელის პრემია ეკონომიკურ მეცნიერებაში. საზოგადოებრივი არჩევანის თეორია არის ეკონომიკური ანალიზის გამოყენება მაკროეკონომიკური პროცესების შესწავლაში. საზოგადოებრივი არჩევანის თეორიას საფუძვლად უდევს იდეა: ადამიანი, იმის მიუხედავად რა როლში გამოდის იგი: ამომრჩევლის, პოლიტიკოსის, ბიუროკრატის თუ ა. შ., ყოველთვის მოქმედებს როგორც რაციონალური ეგოისტი, რომელიც საკუთარი სარგებლის მაქსიმიზაციას ცდილობს. საზოგადოებრივი არჩევანის თეორია არის ეკონომიკური თეორიის (პოლიტიკური ეკონომიკის) გამოყენება პოლიტოლოგიაში. საზოგადოების არჩევანის თეორია ფოკუსირებულია ხალხის გადაწყვეტილების მიღების პროცესში პოლიტიკურ სფეროში.
ბიუკენენმა გამოიყენა როგორც ეკონომიკის, ისე პოლიტოლოგიის სფეროები საზოგადოებრივი არჩევანის შემუშავებაში. იგივე პრინციპები, რომლებიც გამოიყენება ხალხის გადაწყვეტილებების განსახორციელებლად ბაზარზე, გამოიყენება კენჭისყრის, ლობირების, კამპანიის და კანდიდატებზთან მიმართებაშიც კი. ბიუკენენი ირწმუნება, რომ პირის პირველი ინსტინქტი არის გადაწყვეტილების მიღება საკუთარი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც განსხვავდებოდა წინა მოდელებისგან, სადაც მთავრობის წარმომადგენლები მოქმედებდნენ ამომრჩეველთა საუკეთესო ინტერესით. ბიუკენენი საზოგადოებრივი არჩევანის თეორიას განმარტავს, როგორც „პოლიტიკა რომანტიკის გარეშე“, რადგან, მისი თქმით, პოლიტიკაში გაცემული მრავალი დაპირება გამიზნულია სხვათა ინტერესებით, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ეგოისტური ძირძველი მოტივებით მართული პროდუქტი.
ამ მოსაზრების თანახმად, პოლიტიკური გადაწყვეტილებები, კენჭისყრის ორივე მხრიდან, იშვიათად მიიღება იმისთვის, რომ სხვა ვინმეს დაეხმაროს, გადაწყვეტილების მიმღები ცდილობს, დაეხმაროს საკუთარ თავს. ბიუკენენი ამტკიცებს, რომ ამომრჩეველთა და პოლიტიკოსთა ქცევის ანალიზით, მათი ქმედებების მარტივად პროგნოზირებაც შეიძლება . [23]
ბიუკენენის მიხედვით, პოლიტიკა თანამშრომლობითი თამაშია. თანამეგობრობა ინდივიდთა ნებაყოფლობითი გაერთიანებაა მათი საერთო მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით. ასეთ შემთხვევაში, ყოველ ინდივიდს ეძლევა საკუთარი ინტერესების დაცვის შესაძლებლობა, რომელიც იმავდროულად შესაძლებელია თანამეგობრობის სხვა წევრების ინტერესებს დაუპირისპირდეს. ამ უფლების გამოყენება ყველას შეუძლია იმ გზით, რომ მას უფლება აქვს ვეტო დაადოს ნებისმიერ, მისთვის არახელსაყრელ გადაწყვეტილებაზე, ან საერთოდ დატოვოს თანამეგობრობა. ვინაიდან კოლექტიური მოქმედების მიზანია საერთო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ბუნებრივად ჩაითვლება ის სიტუაცია, რომლის დროსაც განსახილველი ვარიანტების შემოთავაზება ხდება თანამეგობრობის წევრთა მიერ. ამგვარად, ერთსულოვნების წესი პოლიტიკურ პროცესებს განიხილავს განუწყვეტელი დისკუსიების, კომპრომისებისა და შესწორებების სახით, რომელიც მანამდე გრძელდება, სანამ არ იქნება შეთავაზებული ყველასათვის მისაღები ვარიანტი. [24]
ლიტერატურა
რედაქტირება- Atkinson, Anthony B. "James M. Buchanan's Contributions to Economics". Scandinavian Journal of Economics, 1987, vol. 89, no. 1, pp. 5–15.
- Boettke, P.J., Candela, R.A. Where Chicago meets London: James M. Buchanan, Virginia Political Economy, and cost theory. Public Choice (2020).
- Boettke, P., Kroencke, J. The real purpose of the program: a case study in James M. Buchanan's efforts at academic entrepreneurship to “save the books” in economics. Public Choice (2020).
- Brennan, G., Kliemt, H., and Tollison, R.D. (eds.) Method and Morals in Constitutional Economics: Essays in Honor of James M. Buchanan. Berlin: Springer, 2002. ISBN 9783642075513ISBN 9783642075513
- Horn, Karen Ilse. "Roads to Wisdom, Conversations with Ten Nobel Laureates in Economics",94-95 Edward Elgar, 2011.
- Kasper, Sherryl. The Revival of Laissez-Faire in American Macroeconomic Theory: A Case Study of Its Pioneers, Chapter 6. Northampton, MA: Edward Elgar, 2002. ISBN 9781840646061ISBN 9781840646061
- Leeson, Peter. "Buchanan, James M. (1919– )." Encyclopedia of Libertarianism, pp. 40–51. Ronald Hamowy, ed. Thousand Oaks, CA: SAGE; Cato Institute, 2008. ISBN 9781412965804ISBN 9781412965804
- Marciano, Alain. 2020. "Buchanan, Popular Myths, and the Social Responsibility of Economists." Journal of the Southern Economic Association.
- Maclean, Nancy. Democracy In Chains: The Deep History Of The Radical Right's Stealth Plan For America. Viking Press, 2017. ISBN 9781101980965ISBN 9781101980965
- Meadowcroft, John. James M. Buchanan. London: Continuum, 2011. ISBN 9781501301513ISBN 9781501301513
- Munger, M. Moral community and moral order: Buchanan's theory of obligation. Public Choice (2020).
- Palda, Filip. A Better Kind of Violence: Chicago Political Economy, Public Choice, and the Quest for an Ultimate Theory of Power. Kingston: Cooper-Wolfling, 2016. ISBN 9780987788078ISBN 9780987788078
- Pittard, Homer. The First Fifty Years, pp. 136, 173. Murfreesboro, TN: Middle Tennessee State College, 1961.
- Reisman, David A. The Political Economy of James Buchanan. Basingstoke: Macmillan, 1990. ISBN 9780333476390ISBN 9780333476390
- Vanberg, V.J. J. M. Buchanan's contractarian constitutionalism: political economy for democratic society. Public Choice (2020).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Biography at GMU
- List of publications from Microsoft Academic
- Ideological Profile from Econ Journal Watch
- გარეგნობა C-SPAN-ზე
- James M. Buchanan, The Collected Works of James M. Buchanan, vol. 7 (The Limits of Liberty: Between Anarchy and Leviathan) [1975]
- Member of the Board of Advisors at The Independent Institute
- YouTube Reflections on the Life and Work of James Buchanan
- James M. Buchanan (1919–2013). The Concise Encyclopedia of Economics. Library of Economics and Liberty (2nd ed.). Liberty Fund. 2013.
- 'The Hobbes Problem: From Machiavelli to Buchanan' by Deirdre McCloskey.
- Dr James M. Buchanan. Find a Grave-ზე.
- Editors, Biography.com (2015). "James M. Buchanan Biography". bio. A&E Television Networks. Archived from the original on June 29, 2018. Retrieved April 26, 2016.CS1 maint: extra text: authors list (link)
- Lynn Parramore, Meet the Economist Behind the One Percent's Stealth Takeover of America, Institute for New Economic Thinking, 2018
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118516566 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 Find a Grave — 1996.
- ↑ 4.0 4.1 Babelio — 2007.
- ↑ 6.0 6.1 Munzinger Personen
- ↑ Very sad news
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ The Sveriges Riksbank Prize in Economic Sciences in Memory of Alfred Nobel 1986 — Nobel Foundation.
- ↑ http://www.uva.es/export/sites/uva/1.lauva/1.15.doctoreshonoriscausa/index.html
- ↑ https://www.uv.es/uvweb/rectorado/es/premios-distinciones/doctores-honoris-causa/doctores-honoris-causa-siglo-xx/fecha-investidura/acto-investidura-doctor-honoris-causa-del-excm-sr-dr-james-buchanan-1285872205498/Honoris.html?id=1285878562627
- ↑ 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ Charles W. Baird. James Buchanan and the Austrians: The Common Ground. ციტირების თარიღი: 2017-07-15.
- ↑ Buchanan. The consequences of Mr. Keynes.
- ↑ Mont Pelerin Society Past Presidents. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 სექტემბერი 2018. ციტირების თარიღი: 4 September 2018.
- ↑ Meet the Economist Behind the One Percent's Stealth Takeover of America. ციტირების თარიღი: 2020-04-25.
- ↑ Reuben Kyle, From Nashborough to the Nobel Prize: The Buchanans of Tennessee (Murfreesboro: Twin Oaks Press, 2012).
- ↑ Ideological Profiles of the Economics Laureates. Econ Journal Watch. ციტირების თარიღი: 17 February 2016.
- ↑ Horn, Karen Ilse. Roads to Wisdom, "Conversations with Ten Nobel Laureates in Economics," pg.94-95 Edward Elgar, 2011.
- ↑ William C. Mitchell (1988). „Virginia, Rochester, and Bloomington: Twenty-Five Years of Public Choice and Political Science“. Public Choice. 56 (2): 101–19. doi:10.1007/BF00115751.
- ↑ Honorary Doctoral Degrees at Universidad Francisco Marroquín. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-01. ციტირების თარიღი: 2020-06-28.
- ↑ Buchanan Biography. Public Choice Theory. Public Choice explained
- ↑ თანამედროვე ეკონომიკური თეორიები