ჯეიმზტაუნი (წმინდა ელენეს კუნძული)

(გადამისამართდა გვერდიდან ჯეიმსტაუნი (წმინდა ელენეს კუნძული))

ჯეიმზტაუნი (ინგლ. Jamestown) — ქალაქი და პორტი. დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიისწმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნიას დედაქალაქი.

ქალაქი
ჯეიმზტაუნი
ინგლ. Jamestown
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
რეგიონი წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნია
კოორდინატები 15°55′28″ ს. გ. 5°43′05″ დ. გ. / 15.92444° ს. გ. 5.71806° დ. გ. / -15.92444; -5.71806
დაარსდა 1659
ფართობი 3,6 კმ²
მოსახლეობა 714 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 198,33 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC0
ჯეიმზტაუნი (წმინდა ელენეს კუნძული) — გაერთიანებული სამეფო
ჯეიმზტაუნი (წმინდა ელენეს კუნძული)
ჯეიმზტაუნი წმინდა ელენეს კუნძულის რუკაზე

ქალაქი დააარსა ბრიტანეთის ოსტ-ინდურმა კომპანიამ 1659 წელს. ის მდებარეობს ჯეიმზის ყურის უბეში (James Bay), რომელსაც სახელი დაერქვა იორკის ჰერცოგის, მოგვიანებით ბრიტანეთის უკანასკნელი კათოლიკე მეფისჯეიმზ II-ის პატივსაცემად. ქალაქიდან 3 კმ-ით სამხრეთით მდებარეობს გუბერნატორის რეზიდენცია (Plantation House) და სენტ პოლის ტაძარი (Cathedral of St. Paul’s). 4 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს დასახლება ლონგვუდი, სადაც გადაასახლეს და 1821 წელს გარდაიცვალა ნაპოლეონ ბონაპარტი. ლონგვუდში მის სახლს იცავს საფრანგეთის ხელისუფლება.

ჯეიმზტაუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამორჩეული სახეა — ეგრეთ წოდებული იაკობის კიბე, გრძელი დახრილი სიბრტყე სიგრძით 900 ფუტი (დაახლოებით 700 ნაბიჯი), რომელიც, როგორც აქ ამბობენ, „თქვენი გული იკუმშება მასზე ასვლისას და კისერი გეგრიხება დაშვებისას“. ეს ნაგებობა აშენდა 1829 წელს, რომ დაეკავშირებინათ ჯეიმზტაუნი კიბის ბორცვზე მდებარე გარნიზონთან და გამოიყენებოდა სამხედრო აღჭურვილობის ტრანსპორტირებისათვის. მისი გამოყენება გრძელდება დღემდე, თუმცა ის სხვა მიზნებითაც გამოიყენება.

1998 წელს ჯეიმზტაუნის მოსახლეობამ შეადგინა 864 ადამიანი, ხოლო 2008 წლის აღწერით მისმა რაოდენობამ შეადგინა 714 ადამიანი, ანუ კუნძულის მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 1/6.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება