ჯეიმზ ლოველი

ამერიკელი ასტრონავტი

ჯეიმზ ლოველი (ინგლ. James Lovell; დ. 25 მარტი, 1928) — ამერიკელი ასტრონავტი. იგი ერთ-ერთია იმ 24 ადამიანიდან, რომლებიც მთვარეზე გაფრენებში მონაწილეობდნენ და პირველი იმ სამიდან, რომელმაც ეს ორჯერ მოახერხა. ერთადერთი, რომელიც ორ სამთვარეო მგზავრობაში არც ერთხელ არ დამჯდარა მთვარეზე. პირველი ადამიანი, რომელმაც განახორციელა მეოთხე კოსმოსური გაფრენა, რომელშიც იყო მეთაური კოსმოსურ ხომალდ „აპოლო 13-ისა“, რომელიც მთვარისკენ გაფრენისას აფეთქებისგან დაზიანდა, თუმცა მშვიდობიანად დაბრუნდა დედამიწაზე.

ჯეიმზ ლოველი

ბიოგრაფიარედაქტირება

დაიბადა კლივლენდში, ოჰაიოს შტატში. დაამთავრა უისკონსინის უნივერსიტეტი და ანაპოლისის სამხედრო-საზღვაო აკადემია (მერილენდის შტატი) 1952 წელს. მსახურობდა გამომცდელ მფრინავად სამხედრო-საზღვაო გამომცდელ ცენტრში პატაკსენტ-რივერში (მერილენდის შტატი). ავიაციური უსაფრთხოების სკოლის დამთავრების შემდეგ სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში ყოფნისას მუშაობდა მფრინავ-ინსტრუქტორად და უსაფრთხოების ოფიცრად სამხედრო-საზღვაო ავიაციურ ბაზაზე ოსეანში (ვირჯინიის შტატი).

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება