ჯეიმზ კევიზელი
ჯეიმზ პატრიკ კევიზელი (ინგლ. James Caviezel, სფა [kəˈviːzəl][1]; დ. 26 სექტემბერი 1968, მაუნტ-ვერნონი, ვაშინგტონი, აშშ) — ამერიკელი კინომსახიობი. სახელი გაითქვა მას შემდეგ, რაც განასახიერა იესო ქრისტეს სახე კინოფილმში „ქრისტეს ვნებანი“.
ჯეიმზ კევიზელი | |
---|---|
ჯეიმზ კევიზელი 2009 წელს | |
დაბადების სახელი | ჯეიმზ პატრიკ კევიზელი |
დაბადების თარიღი |
26 სექტემბერი 1968 მაუნტ-ვერნონი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1991–დღემდე |
მეუღლე(ები) | კერი ბროუიტ კევიზელი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჯეიმზ კევიზელი დაიბადა ვაშინგტონის შტატში, საკმაოდ დიდ ოჯახში. მსახიობის ოჯახი ცხოვრობდა მკაცრი კათოლიკური წესებით.[2][3] მას სამი და და ერთი ძმა ჰყავს. ჯეიმზის მამა ერთი შტოთი სლოვაკია, ხოლო დედა ირლანდიელია.[4][5] ჯეიმზ კევიზელი ღვთისმოშიში კათოლიკეა.[6] 2005 წლის 19 მარტამდე კევიზელი მთავარი მოქადაგე იყო კათოლიკეების პირველი კონფერენციის დროს ბოსტონში. ადრეულ ასაკში იგი დაკავშირებული იყო სპორტთან და რელიგიასთან. მთელი მისი ოჯახი სპორტულ სფეროში იყო ჩაბმული. მისი და და ძმა კალათბურთით იყვნენ გატაცებულები. თვით ჯეიმზ კევიზელიც ფიქრობდა კალათბურთელი გამხდარიყო, თუმცა ჩანაფიქრი არ აუსრულდა, რადგან ფეხის ტრავმა მიიღო. კოლეჯის დამთავრების შემდეგ მიიღო პირველი როლი ნილ საიმონის პიესაში. 1990 წელს მომავალი მსახიობი ლოს-ანჟელესში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 1994 წლამდე დარჩა. აქ იგი ოფიციანტად მუშაობდა.
თავდაპირველად სერიალებში იღებდა მონაწილეობას, ხოლო 1990-იანი წლების შემდეგ კინოფილმებში დაიწყო გადაღება. მისი კინოკარიერა ათვლას 1990-იანი წლებიდან იწყებს.
1991 წელს გამოდის გას ვან სენტის ფილმი „ჩემი პირადი შტატი აიდაჰო“, სადაც კევიზელთან ერთად ითამაშა იმ დროს უცნობმა კიანუ რივზმა. შემდეგ როლი მიიღო დიდბიუჯეტიან ფილმში „უაიტ ერპი“. ამ პერიოდში მხოლოდ მსუბუქ დრამებში და სპორტულ-საოჯახო კინოფილმებში გამოდიოდა. ეპიზოდურ როლში გვევლინება ცნობილ კინოფილმში „კლდე“. აღსანიშნავია აგრეთვე ფილმი „წვრილი წითელი ხაზი“, სადაც სიუჟეტის ცენტრში ამერიკელი ჯარისკაცების ქვედანაყოფის ისტორიაა მოთხრობილი. 2000 წელს გამოდის ფილმი „რადიოტალღა“, ფანტასტიკური დრამა, სადაც მოთხრობილია მამა-შვილის ისტორია. 2004 წელს გამოვიდა მელ გიბსონის გახმაურებული კინოფილმი „ქრისტეს ვნებანი“, სადაც იესოს სახე განასახიერა. 2011-2016 წლებში გადიოდა სერიალი „ინტერესის ობიექტი“, სადაც კევიზელმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი აგენტის, ჯონ რიზის როლი შეასრულა.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ქართული სახელი | ორიგინალი | როლი |
---|---|---|---|
1991 | ჩემი პირადი შტატი აიდაჰო | My Own Private Idaho | |
1992 | უაიტ ერპი | Wyatt Earp | |
1995 | ედი | Ed | |
1996 | კლდე | The Rock | |
1996 | ჯარისკაცი ჯეინი | G.I. Jane | |
1998 | წვრილი წითელი ხაზი | The Thin Red Line | |
2000 | რადიოტალღა | Frequency | |
2000 | გადაუხადე სხვას | Pay It Forward | |
2001 | ანგელოზის თვალები | Angel Eyes | |
2002 | გრაფი მონტე კრისტო | The Count of Monte Cristo | |
2002 | განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები | High Crimes | |
2003 | მე დევიდი ვარ | I Am David | |
2004 | საბოლოო მონტაჟი | The Final Cut | |
2004 | ქრისტეს ვნებანი | The Passion of the Christ | |
2006 | 5 უცნობი | Unknown | |
2006 | დეჟა ვუ | Deja Vu | |
2008 | ვიკინგები | Outlander | |
2008 | ქვებით ჩაქოლვა | The Stoning of Soraya M. | |
2008 | სახიფათო ბუნება | Nature's Grave | |
2008 | გრძელი არდადეგები | Long Weekend | პიტერი |
2009 | პატიმარი | The Prisoner(TV Mini-Series) | მაიკლი |
2012 | ტრანზიტი | Transit | ნეითი |
2012 | ცხოვრება თვალთვალის ეპოქაში | Living in the Age of Surveillance(Video Short) | |
2013 | სავანა | Savannah | |
2013 | გაქცევის გეგმა | Escape Plan | ჰობსი |
2014 | თამაში მაღალ დონეზე | When the Game Stands Tall | ბობ ლადუსერი |
2011-2016 | ინტერესის ობიექტი | Person of Interest | ჯონ რიზი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჯეიმზ კევიზელი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- Jim Caviezel UK Website დაარქივებული 2010-12-11 საიტზე Wayback Machine.
- Reel Caviezel: Jim Caviezel's work as a storyteller on film
- yourMovies interview: Jim Caviezel დაარქივებული 2011-04-24 საიტზე Wayback Machine.
- Interview with Jim on WHO.com where he talks about his lucky life დაარქივებული 2008-10-06 საიტზე Wayback Machine.
- Interview with Jim on Beliefnet.com where he talks about "The Stoning of Soraya M" and his faith
სქოლიო
რედაქტირება- ↑ How to pronounce Caviezel — inogolo, How to pronounce Jim Caviezel in English — Forvo.
- ↑ Marcy Dermansky, Jurgen Fauth. Jim Caviezel. About.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-07. ციტატა: „One of five children, he grew up as part of a devout Catholic family.“ ციტირების თარიღი: 2010-06-22.
- ↑ James Caviezel (Film and TV actor). Parade. ციტირების თარიღი: 2011-02-18.
- ↑ "PASSION" LOSES REALISM WITH ITS BLUE-EYED JESUS.(COMMENTARY) | Article from The Virginian Pilot | HighBeam Research. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-21. ციტირების თარიღი: 2011-06-30.
- ↑ I ALMOST DIED ON THE CROSS - JUST LIKE JESUS; My Irish mother called acting 'blarney' but..(News) | Article from The People (London, England) | HighBeam Research. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-21. ციტირების თარიღი: 2011-06-30.
- ↑ CHRIST COMPLEX - Interview with actor Jim Caviezel - Gayle MacDonald; Globe and Mail, December 27, 2002