მაუნთ ვერნონი იყო ჯორჯ ვაშინგტონის სახლი. აშენებულია ხისგან, ნეოკლასიკურ, ჯოჯრჯიულ სტილში. სახლი მდებარეობს მაუნთ ვერნონთან ახლოს, ფერფაქსის ოლქში, მდ. პოტომაკის ნაპირებზე

სახლის უკანა ხედი
სახლის წინა ხედი

1674 წელს ჯონ ვაშინგტონი და ნიკოლას სპენსერი, დასახლდნენ ამ ადგილას. როდესაც 1677 წელს ჯონ ვაშინგტონი გარდაიცვალა, მისმა ვაჟმა ლორენსმა, ჯორჯ ვაშინგტონის ბაბუამ, მემკვიდრეობით მიიღო, დაახლოებით იმის ნახევარი რასაც დღეს პლანტაცია წარმოადგენს. 1743 წელს ჯორჯ ვაშინგტონის ნახევარ ძმამ, ლორენს ვაშინგტონმა განაგრძო მისი წინაპრების დანატოვარის შენება. პლანტაციას სახელი ადმირალ ედვარდ ვერნონის პატივსაცემად დაერქვა, მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მსახურობდა ლორენსი, კარიბიაში ესპანელების წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობებში. ჯორჯმა ძალიან ბევრი რამე შეცვალა, პრაკტიკულად ოროჯერ გაზარდა სახლის ფართობი. ძირითად ფიზიკური სამუშაო მონებმა შეასრულეს.

1754 წელს, ლორენსის გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ, ჯორჯმა ტერიტორია მისი რძლისგან იჯარით აიღო, ხოლო 1761 წელს ენი ვაშინგტონის გარდაცვალების შემდეგ ჯორჯმა მემკვიდრეობით მიიღო ქონება.

1785–86 წლებში, ომის შემდეგ, ვაშინგტონი დაბრუნდა მაუნთ ვერნონში. შემდეგ, უკვე მისი პრეზიდენტობის დროს (1789–1797) ვაშინგტონმა თავის სახლში 434 დღე გაატარა, ხოლო პრეზიდენტობის შემდეგ, გარდაცვალების დღემდე იქ ცხოვრობდა. ამ პერიოდში მან თავისი მეოურნეობა ააღორძინა და ძალიან დიდი შემოსავალი მიიღო.

ვაშინგტონის აკლდამა

მართა და ჯოჯრ ვაშინგტონები დაკრძალულები არიან მაოუნთ ვერნონის პლანტაციაზე, ისევე როგორც ოჯახის სხვა წევრები.

ჯორჯ ვაშინგტონის სიკვდილის შემდეგ, პლანტაცია მემკვიდრეობით გადაეცემოდა მის შთამომავლებს. 1848 წელს, მას შემდეგ რაც, ჯონ აუგისტინ ვაშინგტონმა, ვერ მოახერხა ქონების მართვა, გადაწყვიტა მისი გაყიდვა. ვირჯინიის და აშშ–ის მთავრობებმა უარი განაცხადეს მის შესყიდვაზე.

1860 წელს, მაუნთ ვერნონის ქალთა კავშირმა, ენ პამელა კანინგჰემის თაოსნობით, შეისყიდა სახლი და მიწის ნაწილი, $200,000–ად. სამოქალაქო ომის დროს ეს ტერიტორია ორივე მებრძოლი მხარისთვის ნეიტრალური ზონა იყო. დღეს ის პოპულარული ღირსშესანიშნაობა, რომელსაც უამრავი ტურისტი სტუმრობს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: