ჯეიმზ ბრაისი
ჯეიმზ ბრაისი (ინგლ. James Bryce დ. 10 მაისი, 1838, ბელფასტი — გ. 22 იანვარი ,1922) — ინგლისელი მოგზაური, პოლიტიკოსი, დიპლომატი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაგანათლება მიიღო გლაზგოს უმაღლეს სკოლაში, შემდეგ გლაზგოსა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებსა და ოქსფორდის კოლეჯში. ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში ეზიარა გერმანულ ისტორიულ და იურიდიულ მეცნიერებებს და გახდა „ტევტონური თავისუფლების“ მხარდამჭერი. მისი აზრით აშშ, ბრიტანეთის იმპერია და გერმანია იყვნენ ბუნებრივი მეგობრები. როგორც ისტორიკოსმა სახელი გაითქვა 1864 წლის ნაშრომით „საღვთო რომის იმპერია“. როგორც სამოქალაქო სამართლის დარგის პროფესორი, ის გაიწვიეს ლონდონიდან ოქსფორდში, სადაც იმყოფებოდა 1870-1893 წლებში.
1872 წელს იმოგზაურა ისლანდიაში, როგორც იქაური საგების თაყვანისმცემელმა. 1876 წელს მოიარა რუსეთის იმპერია და მივიდა არარატის მთებამდე, რომელზეც ავიდა, როგორც მთამსვლელი. 1878 წელს გამოაქვეყნა წიგნი „ამიერკავკასია და არარატი. 1876 წლის შემოდგომის არდადეგების დროს შემდგარი ექსპედიციის ჩანაწერები“. 1880 წელს აირჩიეს ინგლისის პარლამენტში, რომლის წევრადაც დარჩა 1907 წლამდე. 1882 წელს ჩამოაყალიბა „ნაციონალურ-ლიბერალური კლუბი“, რომლის წევრები იყვნენ გლადსტონი, ჩერჩილი, ბერნარდ შოუ, დევიდ ლოიდ ჯორჯი. 1888 წელს დაწერა წიგნი „ამერიკული სახელმწიფო“, რამაც სახელი გაუთქვა ამერიკაში. 1892 წელს შეუერთდა გლადსტონის უკანასკნელ კაბინეტს. 1894-95 წლებში იყო „სავაჭრო საბჭოს“ პრეზიდენტი. 1897 წელს იმყოფებოდა სამხრეთ აფრიკაში და იყო მძაფრი კრიტიკოსი ბრიტანეთის რეპრესიული პოლიტიკისა ბურების წინააღმდეგ. 1907 წელს დაინიშნა ბრიტანეთის ელჩად აშშ-ში და მსახურობდა 1913 წლამდე. 1913 წელს გახდა ვიკონტი ბრაისი, ხოლო 1914 წელს ლორდთა პალატის წევრი. 1913-17 წლებში იყო ბრიტანეთის აკადემიის პრეზიდენტი. 1915 წელს ბელგიიდან იწერებოდა გერმანელთა სასტიკ საქციელზე მოქალაქეთა მიმართ,. აქტიურად გმობდა სომხების გენოციდს, 1915 წლის ივლისში მან პირველმა დასვა საკითხი ლორდთა პალატაში სომხების გენოციდის შესახებ, ხოლო 1916 წელს არნოლდ ტოინბისთა ერთად გამოუშვა „ლურჯი წიგნი“ - დოკუმენტური მასალა გენოციდის შესახებ. სიცოცხლის ბოლო წლებში მსახურობდა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში და მხარს უჭერდა ერთა ლიგის დაფუძნებას.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაჯეიმზ ბრაისი ვიკიწყაროებში | |
ჯეიმზ ბრაისი ვიკისაწყობში |
- ჯეიმზ ბრაისი — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
- ჯეიმზ ბრაისი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- ჯეიმზ ბრაისი — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები)
- James Bryce, Two Historical Studies: The Ancient Roman Empire and the British Empire in India; Diffusion of Roman and English Law Throughout the World (1914) დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine.
- Text of the Bryce report on German atrocities
- Viscount James Bryce დაარქივებული 2023-08-24 საიტზე Wayback Machine. at The Online Library of Liberty
- James Bryce, preface to Shall This Nation Die?, by Joseph Naayem, New York: 1921, quoted in Native Christians Massacred, The Ottoman Genocide of the Assyrians during World War I, 1.3 Genocide Studies and Prevention: An International Journal 326 (2006)
- Atrocities Cured Pacifist, The New York Times, 20 April 1918, at 11
- The American Commonwealth, with an Introduction by Gary L. McDowell (Indianapolis: Liberty Fund, 1995). 2 Vols. See original text in The Online Library of Liberty დაარქივებული 2023-08-24 საიტზე Wayback Machine. .
- Portraits of James Bryce, at the National Portrait Gallery