ჯეიმზ ბარი
ჯეიმზ ბარი (ინგლ. James Barry; დ. დაახლ. 1795 — გ. 25 ივლისი, 1865) — სამხედრო ქირურგი. მსახურობდა სამხრეთ აფრიკაში. კარიერის ბოლოს იყო გენერალური ინსპექტორი. ეხმარებოდა ბრიტანული არმიის დაჭრილ ჯარისკაცებს. ჯეიმზ ბარიმ პირველმა აფრიკაში ჩაატარა წარმატებული საკეისრო კვეთა.[1] ექიმი ბარი გახდა დოკუმენტური ფილმებისა და მხატვრული ლიტერატურის გმირი.
ჯეიმზ ბარი | |
---|---|
ჯეიმზ ბარი (მარცხ.) მსახურთან და თავის ძაღლთან ერთად, დაახ. 1862, იამაიკა | |
დაბადების თარიღი | დაახლ. 1789-1799 |
გარდაცვალების თარიღი | 25 ივლისი, 1865 |
პროფესია | ექიმი |
ბარის გარდაცვალების შემდეგ (1865) მისი სხეულის გამბანელმა მოსამსახურემ, იმის მტკიცება დაიწყო, რომ ჯეიმზ ბარი არის ქალი. ლონდონში ნამდვილი სკანდალი აგორდა, რომელმაც ვიქტორიანულ პრესაშიც კი შეაღწია. ინგლისელმა მწერალმა პატრისია დანკერმა მასზე სათავგადასავლო რომანი „ჯეიმზ მირანდა ბარი“ დაწერა. ბარი გარდაიცვალა 1865 წელს გავრცელებული დიზენტერიის შედეგად.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Pain, Stephanie. (2008-03-06) The 'male' military surgeon who wasn't. NewScientist.com. ციტირების თარიღი: 2008-03-16.