ჯაშუში (ტელესერიალი)
ჯაშუში (ინგლ. Alias) — ჯეი ჯეი აბრამსის იდეის მიხედვით შექმნილი ამერიკული ტელესერიალი. მისი ჩვენება 5 სეზონის განმავლობაში (30 სექტემბერი, 2001—22 მაისი, 2006) მიმდინარეობდა, ABC–ს ეთერში. ფილმის მთავარი გმირია SD-6-ის და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ორმაგი აგენტი სიდნი ბრისტოუ, რომელსაც ჯენიფერ გარნერი განასახიერებს.
ჯაშუში | |
---|---|
ჟანრი |
მოქმედებითი დრამა თრილერი |
რეჟისორი | ჯეი ჯეი აბრამსი |
მონაწილეობენ |
ჯენიფერ გარნერი რონ რიფკინი მაიკლ ვართანი ბრედლი კუპერი მერინ დანგი კარლ ლამბლი კევინ ვაისმანი ვიქტორ გარბერი დევიდ ანდერსი ლენა ოლინი მელისა ჯორჯი გრეგ გრანბერგი მია მაესტრო რეიჩელ ნიკოლსი ელოდი ბოუჩეზი ბალთაზარ გეტი ამი აკერი |
კომპოზიტორ(ებ)ი | მაიკლ ჯაკინო |
სეზონი | 5 |
ეპიზოდი | 105 (ეპიზოდების სია) |
წარმოება | |
ადგილ(ებ)ი | უოლტ დისნეის სტუდია, ბერბანკი, კალიფორნია (გადაღების ძირითადი ადგილი) |
ხანგრძლივობა | 42 – 45 წთ. |
კომპანია |
Bad Robot Productions Touchstone Television |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | ABC |
ეთერში | 30 სექტემბერი, 2001 | — 22 მაისი, 2006
რესურსები ინტერნეტში |
სერიალი მოგვითხრობს სიდნის ორმაგ ცხოვრებაზე. მეგობრებთან და ახლობლებთან მას თავისი ნამდვილი საქმიანობის დამალვა უწევს. ის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ურთულეს მისიებს ასრულებს, რომლებიც ყოველ ჯერზე უფრო სანახაობრივი ხდება. ფილმის ერთ–ერთი მთავარი თემაა რენესანსის ეპოქის გამომგონებლის მაილო რამბალდის (ლეონარდო და ვინჩისა და ნოსტრადამუსის პროტოტიპი, გამოგონილი პიროვნება.) ხელნაწერების შეგროვება. სიუჟეტისა და სერიალში გამოყენებული ზოგიერთი ტექნოლოგიის გამო ფილმი მიაკუთვნეს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს.
საქართველოში სერიალის სრული ვერსია აჩვენა ტელეკომპანია მზემ, ხოლო რუსთავი 2–სა და ტელეკომპანია საქართველოს ეთერში გავიდა სერიალის მხოლოდ 1–ლი და მე–2 სეზონი.
მთავარი გმირები
რედაქტირება- ჯენიფერ გარნერი – სიდნი ბრისტოუს როლში
- ვიქტორ გარბერი – ჯეკ ბრისტოუს როლში
- რონ რიფკინი – არვინ სლოუნის როლში
- მაიკლ ვართანი – მაიკლ ვონის როლში
- ბრედლი კუპერი – უილ ტიპინის როლში
- მერინ დანგი – ფრენსი კალფოს და ელისონ დორენის როლში
- კარლ ლამბლი – მარკუს დიქსონის როლში
- კევინ ვაისმანი – მარშალ ფლინკმანის როლში
- გრეგ გრანბერგი – ერიკ უაისის როლში
- ლენა ოლინი – ირინა დერევკოს როლში
- დევიდ ანდერსი – ჯულიან სარკის როლში
- მელისა ჯორჯი – ლორენ რიდის როლში
- მია მაესტრო – ნადია სანტოსის როლში
- რეიჩელ ნიკოლსი – რეიჩელ გიბსონის როლში
- ელოდი ბოუჩეზი – რენე რაინის როლში
- ბალთაზარ გეტი – ტომას გრეისის როლში
- ამი აკერი – კელი პეიტონის როლში
წარმოება და შემოქმედებითი ჯგუფი
რედაქტირებასერიალის გადაღებულია კინოკომპანიების Touchstone Television–ის და Bad Robot Productions–ის მიერ ლოს-ანჯელესის ოლქში. გადაღებები ძირითადად მიმდინარეობდა უოლტ დისნეის სტუდიაში, კალიფორნიის შტატის ქალაქ ბერბანკში. მიუხედავად ფილმის სცენების მრავალფეროვნებისა, მხოლოდ ერთი ეპიზოდის გადაღება მოხდა ლოს-ანჯელესის ოლქის გარეთ ლას-ვეგასში.
- ჯ. ჯ. აბრამსი – აღმასრულებელი პროდიუსერი
- ჯონ ეიზენდრატი – აღმასრულებელი პროდიუსერი (I-III სეზონი)
- ალექს კურცმანი – აღმასრულებელი პროდიუსერი (II-III სეზონი)
- რობერტო ორსი – აღმასრულებელი პროდიუსერი (II-III სეზონი)
- ჯეფ პინკნერი – აღმასრულებელი პროდიუსერი (V სეზონი)
- ჯესი ალექსანდრი – აღმასრულებელი პროდიუსერი (V სეზონი)
- კენ ოლინი – აღმასრულებელი პროდიუსერი
- მაიკლ ჯიაკინო – კომპოზიტორი
- მაიკლ ჰარო – მაკოორდინირებელი პროდიუსერი
სპეციალურად მოწვეული მსახიობები
რედაქტირებაფილმში აგრეთვე მონაწილეობენ სპეციალურად მოწვეული ცნობილი მსახიობები.
- დევიდ კრონენბერგი – დოქტორ ბრეზელის როლში
- ეთან ჰოუკი – ჯეიმზ ლენოქსის როლში
- კრისტიან სლეიტერი – ნილ კაპლანის როლში
- იზაბელა როსელინი – კატია დერევკოს როლში
- კვენტინ ტარანტინო – მაკკენას კოულის როლში
- დჯაიმონ ჰოუნსოუ – კაზარი ბომანის როლში
- პეგი ლიპტონი – ოლივია რიდის როლში
- რიკი ჟერვე – დენიელ რაიანის როლში
- პეტერ ბერგი – ნოა ჰიკსის როლში
- პატრისია უეტიგი – CIA–ს ფსიქო–თერაპევტ დოქტორი ჯუდი ბარნეტის როლში
- დევიდ კარადაინი – კონრადის როლში
- ფეი დანაუეი – არიანა კეინის როლში
- როჯერ მური – ედვარდ პულის როლში
- რუტგერ ჰაუერი – ენტონი გეიგერის როლში
- ჯინა ტორესი – ანა ესპინოზას როლში
- სონია ბრაგა – ელენა დერევკოს როლში
- ვივიკა ა. ფოქსი – ტონი კამინგსის როლში
- ანჯელა ბასეტი – CIA–ს დირექტორ ჰეიდენ ჩეისის როლში
- ტერი ო'ქუინი – FBI-ს დირექტორის თანაშემწე კენდელის როლში
- ჯონ ჰანა – მარტინ შეპარდის როლში
- რიჩარდ ლიუისი – კონტრდაზვერვის ანალიტიკოს მიტჩელ იაეგერის როლში
სიუჟეტი
რედაქტირებაI სეზონი
რედაქტირებასიდნი ბრისტოუ ინგლისური ლიტერატურის ფაკულტეტის ახალბედა სტუდენტი იყო, როდესაც მასთან მივიდნენ და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საიდუმლო განყოფილება SD-6-ში შეთავაზეს მუშაობა. იგი მალევე დათანხმდა წინადადებას და SD-6-ის ოპერატიული აგენტი გახდა. SD-6 ბანკ "კრედიტ დოფინის" მიწისქვეშა სართულებზე იყო განლაგებული, სადაც სიდნი ვითომ პროგრამისტად მუშაობდა. მისი უფროსი არვინ სლოუნი იყო. ფილმის პირველ ეპიზოდში, მისი SD-6-ში მუშაობის დაწყებიდან შვიდი წლის შემდეგ ის სრულ სიმართლეს მისი საქმიანობის შესახებ უყვება თავის საქმროს დენის, რადგან მას აღარ სურდა მისი მოტყუება. როდესაც ეს SD-6-ში გაიგეს მათ დენის დაქირავებული მკვლელი მიუგზავნეს და მოკლეს.
დენის მკვლელობის შემდეგ სიდნი დიდი ხნის განმავლობაში არ გადიოდა სამსახურში, რის გამოც SD-6-მა მასზე ნადირობა დაიწყო. მისი გადარჩენა მხოლოდ მამამისმა ჯეკ ბრისტოუმ შესძლო, რომელიც ასევე SD-6-ის აგენტი იყო და სიდნის დიდიხნის განმავლობაში არ ენახა. ჯეკმა უამბო სიდნის სიმართლე SD-6-ის შესახებ, რომ ის ცსს-ის საიდუმლო განყოფილება კი არა, ტერორისტული ორგანიზაცია "თორმეტთა კავშირის" ფილიალია და სიმართლე მხოლოდ მაღალი დონის აგენტებმა იციან.
ამის მერე სიდნი გადაწყვეტს იმუშაოს ნამდვილ სადაზვერვო სააგენტოზე და ცხოვრების მთავარ მიზნად SD-6-ის განადგურებას დაისახავს. სადაზვერვო სააგენტოში სიდნის კურატორად უნიშნავენ მაიკლ ვონს. იგი მალევე იგებს, რომ მამამისიც ორმაგი აგენტია, ხოლო დედა ირინა დერევკო რომელიც სიდნის ავიაკატასტროფაში დაღუპული ეგონა სინამდვილეში ცოცხალია და მასწავლებელი კი არა სუკ-ის აგენტი იყო მიმაგრებული ჯეკ ბრისტოუზე სათვალთვალოდ და საიდუმლო ინფორმაციის მოსაპოვებლად.
II სეზონი
რედაქტირებამეორე სეზონი იწყება სიდნის დედის ირინა დერევკოს გამოჩენით, რომელიც მალევე სერიალის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ხდება. სეზონის შუაში თორმეტთა კავშირის სერვერიდან ფასეული მონაცემების განადგურების შემდეგ SD-6 და კავშირის სხვა ფილიალები განადგურდა, სიდნი კი ცსს-ის ჩვეულებრივი აგენტი ხდება. იგი კვლავ აგრძელებს არვინ სლოუნისა და მისი პარტნიორის ჯულიან სარკის ძებნას, რომლების დაკავებულნი არიან რამბალდის არტეფაქტების მოძიებით. სიდნის მეგობრებმა SD-6-დან მარკუს დიქსონმა და მარშალ ფლინკმანმა როგორც იქნა გაიგეს სიმართლე მისი ორმაგი აგენტობის შესახებ, რის შემდეგაც მათაც ცსს-ში დაიწყეს მუშაობა.
სიდნი და ვონი უკვე აღარ მალავენ თავიანთ გრძნობებს გარშემომყოფთაგან. სიდნის მეგობარი უილ ტიპინი გაზეთში SD-6-ის შესახებ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ იძულებული გახდა თავის გადარჩენის გამო ეღიარებინა, რომ სტატია გამოგონებული იყო. SD-6-ის განადგურების შემდეგ მაიკლ ვონი უილ ტიპინს აძლევდა პატარ-პატარა სამუშაოებს, რადგან მისი რეპუტაციით ახალი სამუშაოს შოვნა რთული იყო. ფრენსიმ საკუთარი რესტორანი გახსნა, სადაც მას უილი ეხმარებოდა.
სეზონის მეორე ნახევარში სიდნის საუკეთესო მეგობარი ფრენსი კალფო მოკლეს და ჩაანაცვლეს ელისონ დორინით, რომელიც ოპერაციის შემდეგ ფრენსის ორეული გახდა. ამის დახმარებით ელისონმა დაიწყო სიდნის და უილის თვალთვალი. სეზონის ბოლოს სიდნი იგებს სიმართლეს და ელისონთან მოსდის ჩხუბი, რა დროსაც სიდნი 3-ჯერ ესვრის მას და გონებას კარგავს. სიდნი აზრზე უკვე ჰონგ-კონგის ერთ-ერთ კვარტალში მოდის, სადაც ვონთან შეხვედრისას იგებს, რომ იმ დღის მერე ორი წელი გავიდა და ის ყველას დაღუპული ეგონა. ასევე იგებს, რომ ვონმა ახალი სიყვარული იპოვა და ის ახლა უკვე ცოლიანია.
III სეზონი
რედაქტირებამესამე სეზომში მოქმედება მიმდინარეობს მეორე სეზონში აღწერილი მოვლენებიდან ორი წლის შემდეგ. მთელი ამ ხნის მანძილზე სიდნის დაღუპულად თვლიდნენ, სინამდვილეში კი იგი გატაცებული ჰყავდა ტერორისტულ ორგანიზაციას სახელწოდებით "გარანტია". ისინი ცდილობდნენ ექციათ იგი დაქირავებულ მკვლელად სახელად ჯულია ტორნი. მათგან თავის დაღწევის შემდეგ სიდნიმ ნებაყოფლობით წაიშალა ბოლო ორი წლის მოგონებები, რათა რამბალდის ყველაზე სახიფათო არტეფაქტის ადგილმდებარეობა არავის გაეგო.
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოში დაბრუნების შემდეგ სიდნი იგებს რომ არვინ სლოუნი გადაურჩა სასჯელს და ხემლძღვანელობს საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციას - "ომნიფარმი". მაიკლ ვონი დაქორწინდა. მოგვიანებით ირკვევა რომ მაიკლის ცოლი ლორენ რიდი გარანტიის წევრი და ჯულიან სარკის საყვარელია.
სიდნი გებულობს რომ დედამისი და არვინ სლოუნი საყვარლები იყვნენ და რომ მას ჰყავს და. ის პოულობს თავის დას, ნადიას, და გამოიხსნის მას ციხიდან. ნადია მოხსენიებულია რამბალდის ხელნაწერებში როგორც "მგზავრი". სლოუნი იტაცებს ნადიას და უკეთებს რამბალდის აღწერილობის მიხედვით დამზადებულ ელექსირს რათა მან გადმოსცეს რამბალდის შეტყობინება.
სეზონის ბოლოს სიდნი მიდის მისიაზე სადაც შეეჩეხება ლორენ რიდს. ისინი ჩხუბობენ. ლორენი ეუბნება სიდნის რომ აქვს ინფორმაცია მის წარსულზე. ამ დროს მოდის მაიკლ ვონი და ესვრის ლორენს სწორედ იმ მომენტში როცა ის აპირებს სიდნის მოკვლას. ლორენი სიკვდილის წინ სიდნის ეუბნება სადეპოზიტო ყუთის ნომერს სადაც მის შესახებ ინფორმაცია ინაება.
IV სეზონი
რედაქტირებამეოთხე სეზონი იწყება სცენით, როცა სიდნი კითხულობს დოკუმენტს სახელწოდებით „S.A.B. 47 Project“. დოკუმენტში სიდნი მოხსენიაბულია როგორც „პროექტ შობის აქტიური სუბიექტი“, რომელიც დაიწყო 1975 წლის 17 აპრილს. მას ხელს აწერს ჯეკი, როგორც პროექტის ხელმძღვანელი.
სიდნი უერთდება FBI_ს ახალ საიდუმლო ქვეგანყოფილებას რიმელსაც ხელმძღვანელობს არვინ სლოუნი (SD-6-ის ყოფილი უფროსი). ახალ განყოფილებას ეწოდება „უცხო პირთა შესვლა აკრძალულია“ (ინგლ. Authorized Personnel Only, APO) და მასში შედის წინა სეზონების თითქმის ყველა გმირი: ჯეკი, მაიკლი, სიდნის ყოფილი მეწყვილე მარკუს დიქსონი, მარშალ ფლინკმანი, ვონის მეგობარი ერიკ ვაისი, ასევე სლოუნის შვილი და სიდნის და ნადია სანტოსი.
თვითმარქვია „სლოუნი“ (რომელსაც ხუმრობით არვინ კლონი შეარქვეს) ქმნის ტექნოლოგიას რათა განახორციელოს რამბალდის მიერ ნაწინასწარმეტყველები აპოკალიფსი. ნამდვილი სლოუნი კი იყენებს „ომნიფარმს“ და აბინძურებს სასმელ წყალს ქიმიკატებით, რომლებიც იწვევენ სიმშვიდის განცდას, თუმცა მიულერის „სფეროს“ შეუძლია შეაბრუნოს მათი ეფექტი. ირინა დერევკოს და ელენა აწყობს აპარატს რუსულ ქალაქ სოვოგდაში. სიდნი, ჯეკი, ვონი, ნადია, ირინა და სლოუნი ჩადიან სოვოგდაში, ანადგურებენ მოწყობილობას და კლავენ ელენას. ნადია აღმოჩნდა ინფიცირებული და ჩავარდა კომაში.
სეზონის ბოლოს სიდნი და ვონი მიემგზავრებიან სანტა-ბარბარაში. გზაში ვონი უმხელს სიდნის რომ მაიკლ ვონი არ არის მისი ნამდვილი სახელი, მაგრამ იგი ვერ ასწრებს სათქმელის დასრულებას, რადგან ამ დროს მათ ეჯახება მეორე ავტომობილი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- „ჯაშუში (ტელესერიალი)“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- ჯაშუში დაარქივებული 2013-02-24 საიტზე Wayback Machine. საიტზე TV.com