ჯაღმიანის ნასოფლარი

ჯაღმიანის ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაღმიანთან.

ნასოფლარს გარემოში დომინანტური ადგილი უკავია, ის გადაჰყურებს სოფლებს: ზაქათკარს, ჯაღმიანსა და კაიშაურნს. აქედან პანორამული ხედი იშლება მთლიან დიდველის პლატოზე, თეთრი არაგვის ხეობაზე და ასევე, ხადის ხეობის შუა წელზე. ნასოფლარის ტერიტორიაზე იკითხება სათავსი თუ საცხოვრებელი ნაგებობების ბუდეები. ასევე, კედლის ნაშთები. ერთ-ერთ მცირედ შემაღლებულ ბორცვზე ფიქსირდება მოზრდილი ზომის უხეშად დამუშავებული ქვის ლოდებისგან აგებული კედლის ნაშთი. შესაძლოა ეს კოშკის ნანგრევებს წარმოადგენდეს. ნაგებობების ჩაღმავებები კარგად ჩანს აეროფოტოებზე, შესაძლებელია მათი სწორკუთხა ფორმების გარჩევაც. თუმცა, უმეტესი მათგანი მიწითაა დაფარული. ნასოფლარის დასაწყისში, ქორდის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს წმინდა გიორგის ნიში. კვარცხლბეკზე მდგარ ორსაფეხურიან ბაზისში ჩადგმულია ერთიან ქვაში გამოჭრილი ქვაჯვარი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 35126