ჯასინდა კეიტ ლორელ არდერნი[1](ინგლ. Jacinda Kate Laurell Ardern (/dʒəˈsɪndə ˈɑːrdɜːrn/; დ. 26 ივლისი, 1980) — ახალი ზელანდიის მე-40 პრემიერ-მინისტრი 2017 წლის 26 ოქტომბრიდან. ის ასევე 2017 წლის 1 აგვისტოდან არის ლეიბორისტთა პარტიის ლიდერი და 2017 წლის 8 მარტიდან პარლამენტის წევრი მაუნტ ალბერტის წარმომადგენლად. პირველად პარლამენტის დეპუტატად 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში აირჩიეს.[2] არდერნი მსოფლიო ყველაზე ახალგაზრდა მთავრობის მეთაური ქალია, რომელმაც თანამდებობა 37 წლის ასაკში დაიკავა.[3]

ჯასინდა ანდერნი
ჯასინდა ანდერნი
ახალი ზელანდიის მე-40 პრემიერ-მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა26 ოქტომბერი, 2017
მონარქი  ელისაბედ II
ჩარლზ III
წინამორბედიბილ ინგლიში

დაბადებული26 ივლისი, 1980 (1980-07-26) (44 წლის)
ჰამილტონი, ახალი ზელანდია
პოლიტიკური პარტიალეიბორისტული პარტია
მამაროს არდერნი
განათლებავაიკატოს უნივერსიტეტი
საიტიjacinda.co.nz

2001 წელს ვაიკატოს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, არდერნმა თავისი კარიერა პრემიერ-მინისტრ ჰელენ კლარკის კაბინეტის მკველვრად დაიწყო. მოგვიანებით მუშაობდა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის მრჩევლად.[4] 2008 წელს აირჩიეს სოციალისტური ახალგაზრდული საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტად.[5] 2017 წლის 1 მარტს ანიტა კინგის გადადგომის შემდეგ აირჩიეს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის მოადგილედ.

2017 წლის 1 აგვისტოს ისტორიულად ყველაზე დაბალი რეიტინგის გამო თანამდებობიდან წასული ანდრიუ ლითლი არდერნმა შეცვალა და ლეიბორისტული პარტიის ლიდერი გახდა.[6] 2017 წლის 23 აგვისტოს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტულმა პარტიამ გაიმარჯვა 46 ადგილით პარლამენტში.[7] პარტიების მოლაპარაკებების შედეგად ქვეყნის პრემიერ-მინსტრი ანდერნი გახდა.[8]

ჯასინდა ანდერნი საკუთარ იდეოლოგიად, როგორც სოციალ-დემოკრატიას, ასევე სოციალური პროგრესივიზმსაც მიიჩნევს.[9][10]

  1. New Zealand Hansard – Members Sworn (Volume:651;Page:2). Parliament of New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 February 2013.
  2. Election results. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-22. ციტირების თარიღი: 2018-06-13.
  3. „The world's youngest female leader takes over in New Zealand“. The Economist. 26 ოქტომბერი 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ოქტომბერი 2017.
  4. People – New Zealand Labour Party. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 December 2008.
  5. Kirk, Stacey. Jacinda Ardern says she can handle it and her path to the top would suggest she's right. The Dominion Post. Stuff (1 August 2017). ციტირების თარიღი: 15 August 2017.
  6. Andrew Little quits: Jacinda Ardern is new Labour leader, Kelvin Davis is deputy. The New Zealand Herald (1 August 2017). ციტირების თარიღი: 1 August 2017.
  7. 2017 General Election – Official Results. Electoral Commission. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 October 2017. ციტირების თარიღი: 7 October 2017.
  8. Griffiths, James (19 ოქტომბერი 2017). „Jacinda Ardern to become New Zealand Prime Minister“. CNN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 19 ოქტომბერი 2017.
  9. Murphy, Tim (1 აგვისტო 2017). „What Jacinda Ardern wants“. Newsroom. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 აგვისტო 2017. ციტირების თარიღი: 15 აგვისტო 2017.
  10. „Live: Jacinda Ardern answers NZ's questions“. Stuff. 3 August 2017.